მაჟორელის ლურჯი ბაღი - წალკოტი, რომელიც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

მაჟორელის ლურჯი ბაღი - წალკოტი, რომელიც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს

ალბათ ბევრს არ გსმენიათ მაროკოს ქალაქ მარაკეშში, ძველ კვარტალსა და ახალ ქალაქს შორის გადაშლილ ნამდვილ წალკოტზე - „მაჟორელის ლურჯ ბაღზე", რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და პოპულარული ტურისტული ადგილია. ბოტანიკურ ბაღს ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფრანგი მხატვრის და მოყვარული ბოტანიკოსის, ჟაკ მაჟორელის ხელით შექმნილი საუცხოო ბაღი დღემდე მის სახელს ატარებს და მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან განსხვავებით, ლურჯი ფერის სიჭარბით, კაქტუსების და უჩვეულო, დეკორატიული მცენარეთა სიმრავლით გამოირჩევა.

ბაღის ისტორია კი ასეთია: 1917 წელს, ფილტვების სამკურნალოდ, მაროკოში გადასული ფრანგი მხატვარი, ჟაკ მაჟორელი, მოიხიბლა ქალაქის კაშკაშა ფერებით, სიცოცხლით სავსე ქუჩებით, ხალისიანი ადამიანების სიმრავლით და აქ სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა.

312972672-659471352300960-327598985994096213-n-1667634202.jpg

1923 წელს მხატვარმა მარაკეშში 1,6 ჰა. მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც მოგვიანებით 2,5 ჰექტრამდე გააფართოვა. შვიდი წელი მოანდომა სახლის მშენებლობას, რომელიც არქიტექტურის მავრიტანული სტილის ვილას, ბერბერის სტილის სახელოსნოს და პავილიონს მოიცავდა.

შემდეგ ულამაზესი ბაღის ეგზოტიკური მცენარეებით გაფორმებას შეუდგა. უნიკალური მცენარეების ნაწილი მოგზაურობისას, სხვადასხვა ქვეყანაში შეაგროვა, ნაწილი კი, მაროკოში მოიძია.მაჟორელი დიდი ინტერესით აკვირდებოდა და სწავლობდა მაროკოს ხელოვნების ისტორიას, კულტურას, რამაც აღაფრთოვანა და შთააგონა მხატვარს, რომ ხელოვნების ეს შეუდარებელი ნიმუში შეექმნა.

313859119-490484786433033-6783867200768840399-n-1667634227.jpg

ბაღის გაშენებას ოცი წელი მოანდომა. დიახ, ოცი წელი დასჭირდა, რომ კაქტუსების მდიდარი კოლექცია, ინდოჩინური ბამბუკების, სამხრეთ აფრიკული შროშანების, ბუგენვილიების, იუკების, დაფნების, კვიპაროსების, ჟასმინების, ტუიების, ალოეს, აგავების, პალმების, გვალვაგამძლე ბოლქვიანების, ქოქოსის პალმების, ზეთის ხილის ხეების, წყლის მცენარეების და სხვა, უჩვეულო და ეგზოტურ მცენარეთა კოლექციები მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან აქ დაესახლებინა. იხილეთ სრულად

myquiz