რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი? | Allnews.Ge

რატომ მიიჩნევს თავს ჰიროსიმელად და როგორ დაიპყრო იაპონელთა გულები - ვინ არის იაპონიაში საქართველოს 34 წლის ელჩი?

34 წლის დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 4 წლის იყო, რო­დე­საც თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვას ოჯა­ხი ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ჰი­რო­სი­მა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მამა ჰი­რო­სი­მის დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში ჩა­ი­რი­ცხა და ოჯა­ხი 4 წელი ცხოვ­რობ­და სამ­შობ­ლო­დან მო­შო­რე­ბით. მო­მა­ვალ­მა დიპ­ლო­მატ­მა გა­ნათ­ლე­ბა ია­პო­ნი­ა­სა და შტა­ტებ­ში მი­ი­ღო, რაც მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში.

147981405-1760531554103177-4594245964554229834-n-51901-1667450629.jpg

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ბავ­შვო­ბი­დან თა­მა­შობ­და ხელ­ბურთს, 2005-2007 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რიც იყო. მისი ბე­ბია ნელი სა­ლა­ძე სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და სსრკ ორგზის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ. 1979 წელს უკვე მწვრთნე­ლის რან­გში, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ნელი სა­ლა­ძე ავარ­ჯი­შებ­და ბელ­გი­ი­სა და ია­პო­ნი­ის კლუ­ბე­ბის სპორ­ტსმე­ნებს. ბა­ბუა პრო­ფე­სო­რი თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ნე­ტი­კის კა­თედ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და 83 წლის ასაკ­შიც დღემ­დე მუ­შა­ობს.

კა­რი­ე­რამისი კა­რი­ე­რა 2012 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა ია­პო­ნუ­რი კორ­პო­რა­ცია "კი­კკო­მან­ში", ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ყიდ­ვე­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო. 2015-2018 წლებ­ში კი ია­პო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბებს კუ­რი­რებ­და. 2017 წელს შპს "დე­ლი­ვე­რი“ და­ა­ფუძნა, ერთ წე­ლი­წად­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მრჩევ­ლად მო­ე­წყო.

2019 - 2021 წლებ­ში თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. 2021 წლის 15 ნო­ემ­ბრი­დან კი ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ხდე­ბა.

311570558-2224257091063952-3964057124641159550-n-48970-1667450651.jpg

ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაა ქარ­თუ­ლი NFT-ს შექ­მნა ია­პო­ნი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი NFT კო­ლექ­ცია „"supra3.0“ შექ­მნა. პრე­ზენ­ტა­ცია 18 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა ამ­ბობს, რომ ეს კო­ლექ­ცია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის თე­მა­ტი­კა­ზეა შექ­მნი­ლი, ის 5 000 NFT ნა­მუ­შევ­რის­გან შედ­გე­ბა და პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ია­პო­ნელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი NFT ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნოს.

შე­გახ­სე­ნებთ, NFT არის ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ქონ­ლის ან ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან საგ­ნე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მსგავ­სად, NFT-ების უმე­ტე­სო­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეყ­რდნო­ბა. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან გაც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თებ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია. განაგრძეთ კითხვა