ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია - უცნობი ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ | Allnews.Ge

ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია - უცნობი ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ

ლუი დე ფიუნესი — უდიდესი კომიკოსი კინოს ისტორიაში, ცნობილი ფრანგი მსახიობი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, ბედნიერებას ანიჭებდა ათასობით მაყურებელს. დღეს მისი მემკვიდრეობა — მსოფლიო კინოს ისტორიაა, რომელშიც დიდი მსახიობის ბიოგრაფიიდან ბევრი საინტერესო ფაქტია.

მომავალი ვარსკვლავის მშობლები, ასევე მსახიობები იყვნენ, პოპულარულები როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი პატარა ლუის მოფერებით, "ფიუ–ფოს" ეძახდნენ. ბავშვობიდანვე ბიჭმა ფრანგული, ინგლისური და ესპანური ენები იცოდა და ასევე, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე. ეროვნებით ესპანელი იყო და მისი სახელი, სრულად, ლუი ჟერმენ დავიდ დე ფიუნეს დე გალარზა იყო. ის 1914 წლის 31 ივლისს დაიბადა.

2022102715291973439-1667287851.jpg

პატარა ლუი დე ფიუნესი, უფროს დასთან, მარი შარლიზთან ერთად

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, დე ფიუნესმა კურიერად, ბეწვის მწარმოებლად, ბუღალტრად და მერძევედ მოასწრო მუშაობა.

2022102715295273439-1667288120.jpg

ლუი დე ფიუნესი, სკოლის წლებში, თეატრალურ წრეში თამაშობდა

ერთხელ, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა, საკუთარი ბინის კარზე, ხუმრობით, აბრა ჩამოკიდა, რომელზეც ეწერა: «ვყიდი გართობას, 9–დან — 18 საათამდე». ხუმრობა მოულოდნელად დასრულდა... — მის კართან გრძელი რიგი დადგა.

გერმანელების მიერ, პარიზის ოკუპაციის დროს, მომავალი მსახიობი, მუსიკალურ სკოლაში, სოლფეჯიოს ასწავლიდა. სწორედ იქ გაიცნო და შეუყვარდა მას ჟანა დე მოპასანი (ცნობილი მწერლის, გი დე მოპასანის შვილიშვილი) და არც გოგონა დარჩა გულგრილი პიანისტისადმი, «რომელიც ჯაზს, ღმერთივით უკრავდა».

დე ფიუნესის მომავალი მეუღლის მშობლებს, არ მოსწონდათ მათი ქალიშვილის არჩევანი. მაშინ, ფიუნესი, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მსახიობი. მისი არისტოკრატული სახელის გაგების შემდეგ, დაბალი, ღარიბი, მოუწესრიგებელი და საკმაოდ, უცერემონიო ახალგაზრდის გაცნობით, მომავალი სიდედრ–სიმამრი იმედგაცრუებული დარჩნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები დაქორწინდნენ...

2022102715313273439-1667288171.jpg

ლუი დე ფიუნესი და ჟანა დე ფუნესი

პირველმა ფილმებმა, რომელშიც ფიუნესი მონაწილეობდა, მას პოპულარობა ვერ მოუტანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მას პოპულარობა, არც პირველმა 75 ფილმმა მოუტანა (მსახიობმა კინოში 130–ზე მეტი როლი შეასრულა). ის ეკრანებზე პირველად «ბარბიზონის ცდუნებაში» (1946) გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ფილმის ტიტრებშიც კი ვერ მოხვდა.

ის კარიერის დაწყებიდან, მხოლოდ 10 წლის შემდეგ შენიშნეს, როდესაც მან ფილმში — «პარიზის გავლით» ითამაშა. მისი როლი ძალიან მოკლე იყო, მაგრამ მსახიობმა ამ ფილმით, თავისი მომავალი წარმატება იპოვა. პროდიუსერმა ჟიულ ბორკონმა, აღნიშნული ფილმის ნახვის შემდეგ, კომიკოსს, ერთდროულად 3 მთავარი როლი შესთავაზა, მათ შორის კომედიაში – «სანამ არ დაიჭერ — ქურდი არ არის» (1958).

დე ფიუნესმა ფილმში თაღლითის როლი შეასრულა. ხოლო, მისი გამოსვლის შემდეგ, პრესაში სტატიები გამოჩნდა სათაურით: «ლუი დე ფიუნესი, საფრანგეთის ყველაზე სასაცილო მსახიობია».

2022102715325773439-1667288239.jpg

ლუი დე ფიუნესი, ფილმში «ფრთა ან ბარძაყი»

მიუხედავად კომედიური ჟანრისა, რომელშიც მსახიობი მუშაობდა, ვარსკვლავის დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ის გამუდმებით დევნის მანიით იტანჯებოდა, რაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. დე ფიუნესს ყოველთვის თან ჰქონდა დატენილი პისტოლეტი. ხოლო, ერთი პერიოდი, პირადი დაცვით დადიოდა.

ლუი დე ფიუნესი, ფრანგული კინოს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ფილმში მონაწილეობისთვის, მას 2, 5 მილიონ ფრანკს უხდიდნენ.

11043508-1667288298.webp

«ფანტომასზე» გადაღებული, I ფილმის გამოსვლისთანავე, გასაგები გახდა, რომ ფილმებს, ძირითადად, კომისარი ჟუვის გამო უყურებენ, რომლის როლსაც დე ფიუნესი ასრულებდა. არა და, თავდაპირველად, ფილმის მთავარ ვარსკვლავად, ჟან მარე ითვლებოდა.

მსახიობს უყვარდა თეატრი. ამის შესახებ მან არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ყველაზე მეტად კი, სცენაზე თამაშისას, მაყურებელთან ცოცხალ ურთიერთობას აფასებდა, რომელიც კინოში არ იყო. მისი თეატრალური კარიერა კინოკარიერის პარალელურად ვითარდებოდა და არანაკლებ ინტენსიური იყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz