ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?
თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 25 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".
ქართველი მსახიობი ამერიკული ბლოკბასტერში "პატრიოტის დღეში" მონაწილეობდა, რომლის პრემიერა 2016 წელს AFI Fest-ზე შედგა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი პიტერ ბერგია. თემო მელიქიძე იქ ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.
მიუხედავად გატავირთული გრაფიკისა ამჯერად ჩვენს კითხვებს თემო მელიქიძემ ლოს ანჯელესიდან უპასუხა...
- თემო, როდის და რატომ გაემგზავრა თქვენი ოჯახი ემიგრაციაში ბელგიაში?
- ჩვენი ოჯახი რომ ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაშინ მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი...
- როგორი იყო ოჯახისთვის ბელგიაში გატარებული წლები, განსხვავება მაშინდელ საქართველოს და მაშინდელ ბელგიას შორის.. როგორ ახერხებდით ქართულის ცოდნა ასე შეგენარჩუნებინათ?
- ზუსტად არ მახსოვს რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ახალ ქვეყანას ადვილად შევეჩვიე. ბელგია ძალიან სხვანაირია - ახალი ენა, სხვანაირი ხალხი. სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, მშობლები ქართულ წერა-კითხვას გვასწავლიდნენ. მე მაინც საქართველო მირჩევნია.
- სპორტსმენობას და მსახიობობას შორის არჩევანი მსახიობობაზე რატომ შეაჩერეთ?
- სპორტისთვის თავი არასდროს დამინებებია, სპორტმა ბევრი მასწავლა ცხოვრებაში და მსახიობის პროფესიაშიც დიდად გამომადგა.
- ამერიკაში როდის და როგორ გაემგზავრეთ და წარმატებებს რომ მალე მიაღწიეთ...
- 2012 წელს ამერიკაში ჩამოვედი, New Yorkis Filmis Academia-ში scholarship მომცეს... რაც შეეხება წარმატებებს, რამდენმად „მალე" საინტერესო საკითხავია... ძალიან ძნელი და ემოციური გზა იყო, მაგრამ იმდენად უნდა გჯეროდეს შენ ოცნებებში რომ არაფერი არ შეგაჩერებს, არაფერმა შეგაშინოს! რა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელის წინ...
- ჰოლივუდში მიღწეული წარმატებებზე გვითხარით...
- ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა მსურდა, მაგრამ იქ სწავლა 1 წელი დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ავტოფარეხში გადავიღე კლიპები ჩვეულებრივი კამერით და აკადემიის სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. 2 თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ კლიპი მოეწონათ და აკადემიის დაფინანსებით სწავლის საშუალება მომეცემოდა. არ მჯეროდა, წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. მერე ავიღე ვიზა, მოვიკიდე ზურგჩანთა და წავედი ამერიკაში (იღიმის). განაგრძეთ კითხვა