რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს შაქრის შემცვლელები? | Allnews.Ge

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს შაქრის შემცვლელები?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, დიდი რაოდენობით შაქრის შემცვლელის შემცველი პროდუქტებისმიღებამ შეიძლება სერიოზული დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

ექსპერიმენტის ფარგლებში ვირთხებს რამდენიმე სახის შაქრის შემცვლელს აძლევდნენ. პროდუქტები იწვევდნენ მეხსიერების დარღვევას, ტვინის სხვადასხვა უბანზე ცვლილებებს და უარყოფითად მოქმედებდნენ მეტაბოლიზმზე.

სპეციალისტებმა ჩამოთვალეს პროდუქტების რამდენიმე მავნე დანამატი. მათ შორის აღმოჩნდა: სახარინი, ასპარტამი, ციკლამატი, კალიუმის აცესულფამი, რომელთაც შეიძლება კანცეროგენული ეფექტი ახასიათებდეს. ამას გარდა საშიშია ქსილიტიც, რომელიც ნივთიერებათა ცვლის მოშლილობას იწვევს.

mkurnali.ge