როგორ მოვემზადოთ 2023 წლისთვის, რათა იღბალი და ბარაქა მოვიზიდოთ - იხილეთ რჩევები სუფრის გაწყობასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

როგორ მოვემზადოთ 2023 წლისთვის, რათა იღბალი და ბარაქა მოვიზიდოთ - იხილეთ რჩევები სუფრის გაწყობასთან დაკავშირებით

ახალი წელი მთელ მსოფლიოში მაგიურ და ჯადოსნურ დღესასწაულად მიიჩნევა. შესაბამისად, მზაობა მასთან გრანდიოზულად შესახვედრად განსაკუთრებით დიდია.

საახალწლო სუფრის მორთულობა დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ ძალისხმევა არ დაიშუროს.

ფიქრობენ, რომ ჭურჭლის, სუფრისა და დეკორატიული ელემენტების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ იმ სიმბოლოს სურვილები, ვისი წელიც მოდის ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ითვლება, რომ ამით იღბალსა და კეთილდღეობას დავიმსახურებთ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სიმბოლო კურდღელია.

saaxalwlo-sufra-1667200047-1667214518.jpg

გთავაზობთ 2023 წლის საახალწლო სუფრის ტენდენციებს

მაგიდის სერვირებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სრულ კომპოზიციაზე.

ფერთა გამის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს, ასევე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. აუცილებელია გამოყენებული ფერები შეესაბამებოდეს ოთახის დეკორის ელემენტებსა და კერძებს.

dekori-1667200104-1667214547.jpg

ხელსახოცი დეკორის ეფექტური ელემენტია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი სწორად არის განლაგებული მაგიდაზე. გამოიყენეთ სადა, ნეიტრალური ფერის, საშუალო ზომის ხელსახოცი.

ჟურჭელიც მაგიდის დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შერჩევას. არ უნდა იყოს მკვეთრი ფერის, რათა არ გამოვიწვიოთ კურდღლის გაღიზიანება. ჩანგლები, დანები და კოვზები შეარჩიეთ ღია ლითონისფერში. იხილეთ სრულად

myquiz