სწორად კვების 12 წესი ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასგან | Allnews.Ge

სწორად კვების 12 წესი ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასგან

სა­კუ­თა­რი თავი ისე­თი უნდა მი­ი­ღოთ და შე­იყ­ვა­როთ, ისე­თი წო­ნი­სა და გა­რეგ­ნო­ბის, რო­გო­რე­ბიც ხართ, თუმ­ცა თუკი თვლით, რომ უფრო გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა, რა­ტო­მაც არა?! იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში ყოფ­ნის, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო სწო­რი და ჯან­სა­ღი კვე­ბაა.

ექი­მი-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ნატა გა­გუა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით და ასე­ვე, თა­ვი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ, რამ­დე­ნი­მე­პუნ­ქტი­ან სწო­რი კვე­ბის წესს გვთა­ვა­ზობს.

1. სა­სურ­ვე­ლია მი­ირ­თვათ ყო­ველ დღე - მი­ნი­მუმ 3-ჯერ, ხოლო მაქ­სი­მუმ 5-ჯერ - ზო­მი­ე­რი ულუ­ფე­ბი­თა და 2-4 სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით. ამავდრო­უ­ლად, გახ­სოვ­დეთ, საკ­ვე­ბი უნდა მი­ი­ღოთ ნელა, თი­თო­ე­ულ პრო­დუქტს და კერძს გა­უ­სინ­ჯეთ მისი უნი­კა­ლუ­რი გემო. კვე­ბი­სად­მი ასე­თი მიდ­გო­მა და­ნაყ­რე­ბი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდას ხელს უწყობს;

2. კვე­ბის რა­ცი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, არა­მედ ამა თუ იმ კერ­ძის სწო­რად მომ­ზა­დე­ბის ცოდ­ნაც, რათა მომ­ზა­დე­ბი­სას ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ;

grain-bowl-1296x728-header-1667120376.webp

3. დი­ლას სა­უზ­მემ­დე მი­ნი­მუმ 30 წუ­თით ადრე და­ლი­ეთ წყა­ლი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­გა­ვი­წყდეთ მისი მი­ღე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, წყა­ლი ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის იყოს;

4. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი კვე­ბა და­უთ­მეთ სე­ზო­ნურ ხილს, მი­ირ­თვით ცო­ცხლად, ან სმუ­ზის (დაბ­ლენ­დერე­ბუ­ლი ხილი) სა­ხით. ამას­თა­ნა­ვე უმ­ჯო­ბე­სია, ხილი მი­ირ­თვათ სა­დი­ლამ­დე 2-3 სა­ა­თით ადრე;

shutterstock-264191096-1667120408.jpg

5. კა­ლო­რი­ე­ბით ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ულუ­ფა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მი­ირ­თვით;

6. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საკ­ვებ­ში მა­რი­ლის, სუ­ნე­ლე­ბის, შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბას, რათა არ შე­ა­კა­ვოთ ორ­გა­ნიზ­მში თქვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი სი­თხე, სი­თხის შე­კა­ვე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის. ეს წო­ნის კლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ან შე­ნე­ლე­ბას იწ­ვევს;

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz