ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი? | Allnews.Ge

ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - ვინ იყო “შაჰის მზეს” და სულთნის დედებს შორის ყველაზე ქველმოქმედი ქალი?

XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქა­ლე­ბი სულ­თნე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი და დე­დე­ბი იყ­ვნენ. ჰა­რამ­ხა­ნებ­ზე, სა­დაც ტახ­ტის მემ­კვიდ­რე იზ­რდე­ბო­და, მათ ქარ­თველ ბი­ნად­რებ­სა თუ გავ­ლე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი, თურ­ქო­ლო­გი ზაზა შა­ში­კა­ძე.

- “ჰა­რა­მი” (“ჰა­რემ”) არა­ბუ­ლი სი­ტყვაა და აკ­რძა­ლულს, ტა­ბუ­და­დე­ბულს, ამა­ვე დროს წმინ­და­სა და ბედ­ნი­ერ ად­გილს ნიშ­ნავს. ასე უწო­დებ­დნენ არა­ბი ბე­დუ­ი­ნე­ბი კარ­ვის ნა­წილს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სახ­ლის იმ ნა­ხე­ვარს, სა­დაც მხო­ლოდ ქა­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და გა­რე­შე პი­რებს შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჰა­რე­მი სა­სახ­ლის უფ­რო­სის ცო­ლე­ბის, მხევ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ნიშ­ნავს. ქარ­თულ ენა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ფორ­მა “ჰა­რამ-ხანა”, რაც “აკ­რძა­ლულ სახ­ლს” ნიშ­ნავს.ჰა­რე­მის სტრუქ­ტუ­რა და იერ­არ­ქია ის­ლა­მი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მო­თხოვ­ნა­თა სა­ფუძ­ველ­ზე მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და აბა­სი­ა­ნი ხა­ლი­ფე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და შემ­დგომ­ში, თან­და­თა­ნო­ბით სხვა­დას­ხვა მუს­ლი­მა­ნურ სა­ხელ­მწი­ფო­შიც გაჩ­ნდა. ჰა­რე­მის როლი სა­სახ­ლე­ებ­ში თან­და­თან გა­ი­ზარ­და. აქ ხომ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე იზ­რდე­ბო­და! მუს­ლი­მა­ნუ­რი ჰა­რე­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა და წე­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბო­და. მას სა­ჭუ­რი­სე­ბი იცავ­დნენ. უფ­რო­სი ცოლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჰა­რე­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. ჰა­რემ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბო­და იმ მხევ­ლებს, რო­მელ­თაც ვა­ჟე­ბი შვეს. მუს­ლი­მან მა­მა­კა­ცებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჰა­რემ­ში ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვი მხევ­ლე­ბის ყოლა. ოს­მალ­თა მიერ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და­პყრო­ბის შემ­დეგ სულ­თნის სა­სახ­ლი­სა და ჰა­რე­მის ცხოვ­რე­ბა უფრო პომ­პე­ზუ­რი გახ­და. ად­რინ­დელ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და სა­მე­ფო კა­რის ბრწყინ­ვა­ლე­ბა­სა და მის წევრთა აღ­კაზ­მუ­ლო­ბას, რაც უპირ­ვე­ლე­სად სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბი­სა და სი­დი­ა­დის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ბევ­რი რამ შე­ით­ვი­სეს ბი­ზან­ტი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­სახ­ლი­და­ნაც. რეგ­ლა­მენ­ტით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი დიდ­მო­ხე­ლე­თა ტან­საც­მლის ფორ­მა და ფე­რიც კი.

სულ­თნის ჰა­რამ­ხა­ნა კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში თოფ­ქა­ფის სა­სახ­ლის აშე­ნე­ბის შემ­დე­გაც ერთხანს ად­რი­ა­ნო­პოლ­ში, ძველ სა­სახ­ლე­ში რჩე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, იგი ახალ სა­სახ­ლე­ში სულ­თან­მა სუ­ლე­ი­მან I-მა (ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და 1520-1566 წწ.), ხოლო ზო­გის მი­ხედ­ვით - მუ­რად III-მ (ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და 1574-1595 წწ.) გა­და­ი­ტა­ნა. თოფ­ქა­ფის სა­სახ­ლე სულ­თნე­ბის რე­ზი­დენ­ცია იყო 1478-1853 წლებ­ში, XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სულ­თა­ნა­ტის და­სას­რუ­ლამ­დე (1923 წ.) კი სა­მე­ფო კარს უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით აშე­ნე­ბუ­ლი დოლ­მა­ბაჰჩე წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­შიც ჰა­რამ­ხა­ნას ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა. სულ­თნის სა­სახ­ლის კარი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და - სა­გა­რეო და სა­ში­ნაო. სა­გა­რეო მო­ი­ცავ­და სულ­თნის მო­ხე­ლე­ებს, ხოლო სა­ში­ნაო - მისი ოჯა­ხის ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის სამ­ყო­ფელს, ანუ ჰა­რამ­ხა­ნას. სულ­თნის სა­გა­რეო კარს გა­ნა­გებ­და ე.წ. თეთ­რი სა­ჭუ­რი­სე­ბის უფ­რო­სი - “კა­ფუ­ჯი ბაში”, მთა­ვა­რი კა­რის მცვე­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის აკავ­ში­რებ­და სულ­თანს გარე სამ­ყა­როს­თან და ყველ­გან ახ­ლდა მას, გარ­და ჰა­რამ­ხა­ნი­სა. ჰა­რამ­ხა­ნას შავი სა­ჭუ­რი­სე­ბის მე­თა­უ­რი - “ყიზ­ლარ აღა­სი” (ქალ­თა ბა­ტო­ნი), იგი­ვე “და­რუს-სა­ა­დე აღა­სი” გა­ნა­გებ­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჰა­რამ­ხა­ნის მსა­ხურ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას, არ­ჩევ­და სულ­თნის მხევ­ლებს და სხვ.რად­გან შავი სა­ჭუ­რი­სე­ბი ჰა­რამ­ხა­ნის მცვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ამი­ტომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩევ­დნენ ყვე­ლა­ზე მა­ხინჯ და შე­უ­ხე­დავ პი­რებს. მა­ხინ­ჯე­ბი ყვე­ლა­ზე უფრო ძვი­რად ფა­სობ­დნენ, რად­გან მათი სი­მა­ხინ­ჯე ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პლუ­სად ით­ვლე­ბო­და.

naksidil-sultan-2198460-1658601003-1667028805.jpg

სულ­თნის ჰა­რამ­ხა­ნა­ში ქა­ლე­ბი უმე­ტეს დროს კერ­ვა­ში, ქარ­გვა­ში, მუ­სი­კი­სა და სიმ­ღე­რის, აგ­რეთ­ვე კარ­გი მა­ნე­რე­ბის სწავ­ლა­ში ატა­რებ­დნენ. ეს საქ­მე ყვე­ლა ქალს ევა­ლე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ად­გი­ლი ეჭი­რა მას ჰა­რე­მის იერ­არ­ქი­ა­ში.

ნაყ­ში­დილ სულ­თა­ნიმ­რა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ჰა­რე­მი გარე სამ­ყა­როს­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც იქ მყო­ფი ქა­ლე­ბის­თვის სა­ხის და­ფარ­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ გახ­ლდათ. ეს წესი მხო­ლოდ XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­იც­ვა­ლა.- რამ­დე­ნი ქალი ცხოვ­რობ­და ოს­მა­ლურ ჰა­რამ­ხა­ნა­ში და მი­იჩ­ნე­ო­და თუ არა იქ ცხოვ­რე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად?- ოს­მა­ლო სულ­თნე­ბის ჰა­რამ­ხა­ნე­ბი მხე­ვალ­თა სიმ­რავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მათი რი­ცხვი ასე­უ­ლებს აღ­წევ­და. რა თქმა უნდა, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სულ­თან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც ჰქონ­და, თუმ­ცა სულ­თნის ჰა­რემ­ში მოხ­ვედ­რა და იქ უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა დიდ პრი­ვი­ლე­გი­ად მი­იჩ­ნე­ო­და.

ჰა­რე­მის ყოფა-ცხოვ­რე­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებ­და სულ­თნის დედა - ვა­ლი­დე სულ­თა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. დრო­დად­რო მისი გავ­ლე­ნა ისე იზ­რდე­ბო­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე­ებ­შიც კი ერე­ო­და. ხარ­ჭა, რო­მე­ლიც სულ­თანს შვილს გა­უ­ჩენ­და, სულ­თნის რჩე­უ­ლის, ანუ “ჰა­ს­ე­ქი სულ­თნის” ტი­ტულს ატა­რებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობ­და ის, ვინც პირ­ველ ვაჟს, ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს გა­ა­ჩენ­და. იგი სულ­თნის პირ­ველ ქა­ლად იწო­დე­ბო­და. ჰა­ს­ე­ქის ტი­ტუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ღოთ ისე­თებ­საც, ვი­საც შვი­ლი არ ჰყავ­დათ, მაგ­რამ სულ­თნის სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ჰა­ს­ე­ქე­ბი ჰა­რემ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, მა­გა­ლი­თად, შე­ეძ­ლოთ ძვირ­ფა­სი ქურ­ქის ჩაც­მა და სამ­კა­უ­ლე­ბის ხმა­რე­ბა, ჰქონ­დათ ცალ­კე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხი და სხვა. იხილეთ სრულად

myquiz