საინტერესო ფაქტები სერიალ Breaking Bad-ის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცი | Allnews.Ge

საინტერესო ფაქტები სერიალ Breaking Bad-ის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცი

Breaking Bad-ის ფანი მსოფლიოში მილიონობით ადამიანია. კიბოთი დაავადებული ქიმიკოსის, უოლტერ უაითის ისტორია, რომელიც ცდილობს, საკუთარი მკურნალობის ხარჯები მეტამფეტამინის დამზადებით დაფაროს, ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი და შთამბეჭდავია. თუ ეს სერიალი ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ და ამ სტატიას ჯერჯერობით ნუ წაიკითხავთ, რათა არ დასპოილერდეთ!

ხოლო ვისაც სერიალი ნანახი გაქვთ, მაშ ასე, დავიწყოთ მის შესახებ 7 გასაოცარი და საინტერესო ფაქტის მოყოლა:

1. მას შემდეგ, რაც ჰანიბალ ლექტერის როლის შემსრულებელმა, ლეგენდარულმა ენტონი ჰოპკინსმა სერიალი Breaking Bad-ის ყურება დაასრულა, მაშინვე მისწერა უოლტერ უაითის როლის შემსრულებელ მსახიობ ბრაიან კრენსტონს წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: “თქვენი უოლტერ უაითად გარდასახვა იყო საუკეთესო სამსახიობო ხელოვნება, რაც კი მე ოდესმე მინახავს.”

2. იმისათვის, რათა საკუთარი როლი რაც შეიძლება საუკეთესოდ განესახიერებინა, ბრაიან კრენსტონი DEA-ში (Drug Enforcement Administration, ქართულად: ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება) სწავლობდა მეტამფიტამინის დამზადებას.

breaking-bad-where-are-they-now-1666693240.webp

3. სერიალის სიუჟეტი ბევრს მთლიანად გამონაგონი ჰგონია, თუმცა უოლტერ უაითის პროტოტიპი რეალურად მართლა არსებობს და როგორც თვითონ ამტკიცებს, მთელ ალაბამაში საუკეთესო მეტამფიტამინსაც მთელი 10 წლის მანძილზე ხარშავდა. მანაც სწორედ კემპინგისთვის განკუთვნილ ავტომობილში დაიწყო ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება და მისი ოჯახიც კრიმინალური საქმიანობის გამო დაინგრა. ეს ადამიანი ახლა ციხეში ზის და საკუთარ ბავშვებთან კონტაქტის უფლებაც ნაწილობრივ ჩამორთმეული აქვს.

4. ვებსაიტი www.savewalterwhite.com რეალურად არსებობს, მაგრამ მასზე შემოწირულობების გადარიცხვას რა თქმა უნდა ვერ შეძლებთ. თუმცა შესაბამის ღილაკს გადაჰყავხართ სერიალის მწარმოებელი კომპანიის, AMC-ის პორტალზე.

5. Breaking Bad-ში უამრავი გერმანული გვარია: შრეიდერი, ერმანტრაუტი, გრეტჰენ შვარცი, ბენეკე, ბიოტიხერი, ვახსბერგერი და ტოდის ბიძა ჯეკ ველკერი. საქმე იმაშია, რომ ნიუ-მექსიკოს შტატში მოსახლეობის 10%-ზე მეტს გერმანული ფესვები აქვს და სცენარისტების აზრით ამ ფაქტის გაუთვალისწინებლობა დამაჯერებლობას დაუკარგავდა სერიალს.

walter-white-aka-heisenberg-from-breaking-bad-bryan-cranstons-iconic-character-is-a-deadly-combination-of-smart-evil-001-1666693285.jpg

6. თავდაპირველად გეგმაში იყო, რომ ჯესი პინკმანი პირველივე სეზონში უნდა მომკვდარიყო, თუმცა სცენარისტების გაფიცვამ სეზონის სერიების შემცირების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში, რის შემდეგაც ჯესი პინკმანი სერიალში დატოვეს.

7. იმისათვის, რათა უოლტერ უაითმა საკუთარ ოჯახს ფულის სამალავი მიასწავლოს, ის ლოტოს ბილეთს იყენებს, რომელზეც შესაბამის გეოგრაფიულ კოორდინატებს რიცხვების სახით ხაზავს. ბევრმა არ იცის, რომ ეს კოორდინატები იმ სტუდიის კოორდინატებია, სადაც ალბუკერკეში სერიალი იქნა გადაღებული.

წყარო