სად მალავენ იახტებს რუსი მილიარდერები? | Allnews.Ge

სად მალავენ იახტებს რუსი მილიარდერები?

სასანქციე დაპატიმრებისგან თავის არიდების მიზნით რუსული სუპერიახტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთია, სადაც ნავსადგურების ფასი მაშინვე გაორმაგდა. რუსი მილიარდერები თავიანთი გემებისთვის უსაფრთხოდ, ასევე, დუბაის, მალდივისა და სეიშელის კუნძულებს მიიჩნევენ. ინფორმაციას რუსული Forbes ვებგვერდ Marinetraffic.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც იახტების მოძრაობას ადევნებს თვალყურს.

Marinetraffic.com-ის ცნობით, თურქეთის სანაპირო ზოლი 7000 კმ-ზე მეტია და იქ იახტებისთვის რამდენიმე ძირითადი პორტია. მათგან ყველაზე პოპულარული ბოდრუმი, მარმარისი, გეჩეკი და ფეთხიეა. სწორედ ამ პორტებში აქვთ ჩაშვებული ღუზა რუსი მილიარდერების იახტებს.

თურქეთი

  • მარმარისის პორტში „ნოვატეკის“ თანამფლობელ ლეონიდ მიხელსონის 150 მლნ დოლარის იახტა, Pacific გამორთული ტრანსპონდერებით 5 ივნისს შევიდა. გემი რადარიდან მაისის დასაწყისში, ბაჰამის კუნძულებისკენ მიმავალ გზაზე გაქრა.
  • აპრილში, სტამბოლის მახლობლად, ბოსფორში ოლეგ დერიპასკას 58 მლნ დოლარის ღირებულების 62 მეტრ სიგრძის გემი, Clio დგას. ასევე, სტამბოლის სანაპიროსთან არის მისი 20 მლნ დოლარის იახტა, Sputnik.
  • მარმარისში მარტის დასაწყისში ჩავიდა და ჯერ კიდევ თურქეთის სანაპიროებთან დგას რომან აბრამოვიჩის 340 მლნ დოლარისა და 162 მეტრ სიგრძის იახტა, Eclipse.
  • აბრამოვიჩის კიდევ ერთი, 140-მეტრიანი სუპერიახტა, Solaris ბოდრუმის კურორტზე აპრილში შევიდა. ერთი კვირით ადრე გემი მონტენეგროს პორტში ნახეს.
  • ამჟამად თურქეთში დგას 55-მეტრიანი Halo და 68-მეტრიანი Garcon, რომლებიც, ასევე, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. Garcon ქალაქ ფეთხიეს მახლობლად, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო Halo სამხრეთით, გოჩეკის პორტში არის გაჩერებული.
  • დეველოპერ ანდრეი მოლჩანოვის 130 მლნ ევროს ღირებულების Aurora, ესპანეთში შეკეთების შემდეგ, თურქულ გეჩეკში მარტში შევიდა.
  • დომოდედოვოს თანამფლობელის, დიმიტრი კამენშჩიკის 136 მეტრ სიგრძისა და 400 მლნ დოლარის Flying Fox გეჩეკში დომინიკის რესპუბლიკიდან ჩავიდა.
  • ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის ყოფილი თანამფლობელის, ისკანდერ მახმუდოვის იხტა, Predator, რომლის ღირებულებაც 55 მლნ დოლარია, დასავლეთ თურქეთის ეგეოსის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კუშადასის პორტში 16 მარტს შევიდა.
  • 110 მლნ დოლარის ღირებულების იახტა, Romea, რომელიც ICT Group-ის მფლობელ ალექსანდრ ნესის ეკუთვნის, გეჩეკში ივნისის დასაწყისიდან დგას.
  • საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ პრეზიდენტ დიმიტრი რიბოლოვლევის იახტა, Anna თურქულ გეჩეკში ივნისის დასაწყისში ჩავიდა, ხოლო ამჟამად გემი თურქულ მარმარისშია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის აქვს მთელს სპარსეთის ყურეში უდიდესი პორტი, ჯებელ ალი, სადაც 2020 წლის სექტემბერში ნავსადგური, Dubai Harbor Marina გაიხსნა. ის 1100 იახტაზე არის გათვლილი, ხოლო გემის მაქსიმალური ზომა, რომელსაც ნავსადგური იტევს, 160 მეტრია. საამიროებში იახტების განლაგება, ასევე, შესაძლებელია რაშიდისა და ალ ჰამრიას პორტებში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz