"ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“ - დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ
Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ NYT Style Magazine-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საუბრობა საკუთარ შემოქმედებაზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, მისი ოჯახის სოხუმიდან გაქცევასა და იმაზეც, თუ რატომ ვერ დაბრუნდება საქართველოში...
2022 წლის წლის მარტში,უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, პარიზთან ახლოს Balenciaga-ს კოლექციის მორიგი ჩვენება გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება თავდაპირველად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პროტესტად იყო ჩაფიქრებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, დემნამ შოუში ის მდგომარეობა აღწერა, რომელშიც უკრაინის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ის ფაქტი, რომ მოდელებმა პოდიუმზე ნამდვილი ქარიშხალი გაიარეს, ამ მოვლენების ერთგვარ მეტაფორად იქცა. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მომხდარმა კონფლიქტმა მას წარსულის ტრავმა გაახსენა. 1993 წელს იგივე მოხდა მის მშობლიურ ქვეყანაში და ის "სამუდამოდ ლტოლვილად იქცა“.
"ეს არის ის, რაც შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ შენ არავის სჭირდები", - ამბობს დემნა, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში აღარ იყენებს გვარს გვასალიას, რათა გამოყოს თავისი პირადი "მე" პროფესიისგან.
1992 წელს, როდესაც საქართველოში კონფლიქტი დაიწყო, დემნა 11 წლის იყო. ჯარები მის მშობლიურ ქალაქ სოხუმში შესვლის შემდეგ, მშობლებთან, უმცროს ძმასთან და რამდენიმე ნათესავთან ერთად, თბილისში გაქცევამ მოუწია. ჯერ მანქანით წავიდნენ თბილისისკენ, შემდეგ კი გზა ფეხით გააგრძელებს. ამ რთულ "მოგზაურობას“ სამი კვირა დასჭირდა. იხილეთ სრულად