ბაღი მისაქციელიდან, რომელიც დიასახლისმა წალკოტად აქცია | Allnews.Ge

ბაღი მისაქციელიდან, რომელიც დიასახლისმა წალკოტად აქცია

ეს ულამაზესი ბაღი სულ რაღაც სამი წლის არის, თუმცა უკვე მოახერხა არაერთი ადმაიანის გაოცება. ამისთვის ძალას არ იშურებს 74 წლის ქალბატონი საშიკო მაისურაძე, რომელმაც ბაღი ამ მოკლე დროში ნამდვილ წალკოტად აქცია. ეზოში ასობით ულამაზესი ყვავილი, ხეხილი და სხვადასხავა ბოსტნეული ხარობს.

- 30 წელი ვმუშაობდი თბილისის მმართველ გამომთვლელ ექსპერიმენტულ ქარხანაში ელექტრომემონტაჟედ. სანამ გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი წარმოება არ დაიხურა, როგორც ბევრი სხვა საქართველოში. უმუშევარი რომ დავრჩი, მაშინ ინტენსიურად დავიწყე მცენარეების და ყვავილების მოვლა გაშენება. ამჟამად ვცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში. სამი წელია აქ დავსახლდი და ვეწევით კერძო მეურნეობას.

310613972-1288800845224315-1226260542765113454-n-1666337412.jpg

- როდის გაჩნდა ყვავილების და მცენარეების სიყვარული?

- მცენარეების და ყვავილის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მახსოვს, დედამ ეზოში ცალკე ადგილი გამომიყო, რომ მე თვითონ მომევლო ყვავილებისთვის. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ყვავილები კოსმია და ცინიები იყო. მათი სიყვარული დღემდე გრძელდება. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ბაღი დიდ დიღომში მქონდა. საჭიროებამ მოითხოვა, ამიტომ ის ეზო და კარ-მიდამო დავტოვეთ, რის შემდეგაც მისაქციელში ვიყიდეთ მთლად ცარიელი ნაკვეთი, რომელიც ეკალ-ბარდებით იყო სავსე. არც ერთი ხე არ იდგა. მოვხანით, დავამუშავეთ, დავრგეთ ხეხილიც და ჩემი საყვარელი ყვავილების მოვლა-გახარებას შევუდექი. რა თქმა უნდა, ისეთი ენერგიით და შემართებით ვეღარ ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ადრე ვაკეთებდი, რადგან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ამ მდგომარეობას არ ვეპუები. მე რომ მცენარეს და მიწას არ შევეხო, უარესად გავხდები. სამ წელიწადში იმდენი მოვახერხეთ, რომ წელს ხილის მოსავალიც მოგვივიდა და ჩემი ყვავილებითაც გახარებული ვარ.

284904540-1224724708267130-1653143226745947895-n-1666337428.jpg

- რთული იყო ამ ეტაპამდე მოსვლა? რა სირთულეები ახლავს ბაღის გაშენებას და როგორ ებრძოდით ამ სირთულეებს?

- რა თქმა უნდა ბაღის გაშენება სირთულეებთან არის დაკავშირებული. როცა ეს ნაკვეთი მოვხანით, ისეთი ქვიანი ადგილი გამოდგა, რომ მის დასუფთავებას დიდი დრო და შრომა დავახარჯეთ. მიწა რამდენჯერმე დავამუშავეთ და გადამწვარი ნაკელი შევიტანეთ. ვინც მოდის სტუმრად და არ უნახავთ რა მდგომარეობაში იყო თავიდან, რა წვალებით მოვიყვანეთ ამ მდგომარეობამდე, ვერ წარმოუდგენიათ, ჰგონიათ, ასეთი დაგვხვდა ეს ბაღი.

იხილეთ სრულად