რას გულისხმობს რჩევა: „მსუბუქი ვახშამი და 18:00 სთ-ის შემდეგ ჭამისგან თავის შეკავება” | Allnews.Ge

რას გულისხმობს რჩევა: „მსუბუქი ვახშამი და 18:00 სთ-ის შემდეგ ჭამისგან თავის შეკავება”

ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ სიმსუქნე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები საკვებში მოხმარებული კალორიების რაოდენობას, ხარისხსა და დახარჯულ ენერგიას შორის დისბალანსის შედეგია. ანუ თუ ნაკლებს შევჭამთ, უარს ვიტყვით მავნე საკვებზე და მეტს ვიმოძრავებთ, მაშინ არაფერი დაგვემუქრება.

თუმცა, ბოლო წლებში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას და რა რაოდენობით ვჭამთ, არამედ როდის ვაკეთებთ ამას და როგორ ნაწილდება საკვების კალორიული შემცველობა დღის განმავლობაში.

ამასთან, მოსაზრება, რომ სხეულის რეაქცია საკვებზე იცვლება დღე-ღამის დროიდან გამომდინარე, ახალი არ არის - ძველი ჩინეთის ექიმები თვლიდნენ, რომ ენერგია მიედინება ადამიანის სხეულში მზის ცაზე მოძრაობის შესაბამისად. ამიტომ, კვება უნდა შეესაბამებოდეს ამ რიტმს:

• დილის 7-დან 9-მდე კუჭში ენერგიის მოზღვავების პერიოდია, როდესაც უნდა მიირთვათ დღის ყველაზე ნოყიერი საკვები;

• 9-დან 11-მდე ენერგია მიედინება პანკრეასსა და ელენთაში;

• დილის 11 საათიდან 13 საათამდე ხდება ენერგიის გულისკენ მიმართვა და ა.შ.

ამ სქემის თუ გავყვებით, ვახშამი, უნდა იყოს ძალიან მსუბუქი და უნდა იახშმოთ საღამოს 5-დან 7 საათამდე, როდესაც ენერგია მიემართება თირკმელებისკენ.

თანამედროვე მეცნიერული კვლევების მონაცემები ადასტურებს, რომ ასეთი დიეტა (ნოყიერი საუზმე დაახლოებით დილის 8 საათზე და მსუბუქი ვახშამი არაუგვიანეს 18 საათისა) მართლაც ყველაზე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც არა მხოლოდ წონის დაკლებას უწყობს ხელს, არამედ იმას, რომ ხელმეორედ არ მოვიმატოთ ზედმეტი კილოგრამები. იხილეთ სრულად

myquiz