სკანდალური ცხოვრება, რომანი პრეზიდენტთან და იდუმალი "გაქრობის" ამბავი- როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილი მსახიობი?
მექსიკური სერიალების მოყვარულ ქართველებს, აუცილებლად ემახსოვრებათ გოგონა სერიალიდან "გვადალუპე,“ იგივე ადელა ნორიეგა. მსახიობი უკვე წლებია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და მექსიკაშიც კი არ იციან როგო გამოიყურებ ახლა ერთ დროს პოპულარული ქალი, მაგრამ მის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, არ გაგიკვირდებათ, რადგან პოპულარობაზე უარის თქმისთვის, მექსიკური მედიის მიხედვით, მას უამრავი მიზეზი აქვს.
ადელა ამალია ნორიეგა მენდესი 1969 წელს დაიბადა, ის ახლა უკვე 50 წლის არის. ნორიეგა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთ მექსიკურ სერიალში მიიღო მონაწილეობა.
მისი სამსახიობო კარიერა ექვს სერიალს ითვლის, თუმცა ტრაგიკული როლების გამო, სამშობლოში "ტირილის დედოფალიც" კი შეარქვეს.
ადელა ნორიეგა მეხიკოში დაიბადა და გაიზარდა. მოზარდი იყო, როცა მამა დაეღუპა,1995 წელს კი კიბოსთან ბრძოლაში დედა დამარცხდა. მსახიობს და-ძმა - რეინა და ალეხანდრო ჰყავს.
კარიერანორიეგა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვობაში აღმოაჩინეს. 12 წლის გოგონა დედასთან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო როდესაც სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შენიშნა. მალე გოგონამ მუშაობა მოდელად დაიწყო, შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეოებში. მისი დებიუტი ტელენოვალაში მაშინ შედგა, როცა 14 წლის იყო.
პოპულარობაპირველად მთავარი როლი სერიალში 1986 წელს მიიღო. მაშინ თექვსმეტი წლის იყო. ადელა ნორიეგა თამაშობდა ისტორიულ სერიალში, რომელიც გვიყვებოდა ბოშა გოგონასა და მისი ქარავანის მოგზაურობაზე.
პოპულარობა 1987 წელს მოვიდა, ადელამ მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულ სერიალში Quinceañera, რომელიც თინეიჯერული ასაკის გამოწვევებზე გადაიღეს. სერიალში წამოწეული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების პრობლემა, აუპატიურება, მოზარდის ორსულობა. სერიალმა დიდი გავლენა მოახდინა მექსიკის საზოგადოებაზე. 2008 წელს Associated Press-მა სერიალი ლათინურ ამერიკაში 10 ყველაზე გავლენიანი ტელენოველების სიაში“ შეიყვანა.