"ვმუშაობ, რომ ვიყო "კვარა" და უმაღლეს დონეს მივაღწიო"- ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
იტალიურ მედიაში ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ინტერვიუს corrieredellosport-ი აქვეყნებს.
"ნაპოლის" შესახებ"
ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით დაკომპლექსებული, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს მივაღწიო!
ზედმეტსახელ "კვარადონაზე"
"ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია. უბრალოდ, ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა. ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ვიყო "კვარა."
ნეაპოლელებმა გააუმჯობესეს ჩემი გვარის გამოთქმა.ამ კუთხით, 1-დან 10-მდე სისტემით გვარის წარმოთქმის სიზუსტეს 6 ქულით შევაფასებდი და ახლა ეს საკმარისია. როცა ვთამაშობ, ბოლომდე ვიხარჯები, მაქსიმუმზე მეტადაც“.
სპალეტის შესახებ"
შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება. ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.
ტიტულებზე
"რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!" მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.
ოჯახსა და შეყვარებულზე
ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის, ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი. უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა! ჩემი შეყვარებული ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად: sportall.ge