"გასაწკეპლი ბიჭი", "წურბელების შემგროვებელი"- წარსულის ყველაზე უჩვეულო და უცნაური პროფესიები
"ყველა პროფესია საჭიროა, ყველა პროფესია მნიშვნელოვანია", -ალბათ ასე იმშვიდებდა თავს მოახლე, რომელსაც ევალებოდა მეფისა და მისი გარემოცვისთვის ღამის ქოთნების უზრუნველყოფა. გამოხატულმა სოციალურმა უთანასწორობამ და ზოგადად ცხოვრების წესმა ანტიკურობისა და შუა საუკუნეების განმავლობაში წარმოშვა სხვადასხვა, სულ მცირე, უცნაური საქმიანობები. ახლა ისინი უცნაურად გამოიყურებიან, მაგრამ მაშინ ისინი საკმაოდ ჩვეულებრივ და ზოგიც საპატიო საქმიანობად მიიჩნეოდა.
"გასაწკეპლი ბიჭი"
მე-15-მე-16 საუკუნეებში ინგლისში თითოეულ უფლისწულზე "გასაწკეპლი" ბიჭი იყო დანიშნული. მხოლოდ თავად მონარქს შეეძლო მეფის შვილის დასჯა, მაგრამ იმის გამო, რომ ის იშვიათად იყო ახლოს, მისმა მოადგილემ გზა იპოვა თავხედი უფლისწულის დასასჯელად. იმ შემთხვევაში თუ უფლისწული რაიმეს დააშავებდა მის ნაცვლად "გასაწკეპლ" ბიჭს სჯიდნენ. ზოგჯერ ამ უცნაურ საქმიანობას მნიშვნელოვანი მოგება მოჰქონდა. მაგალითად, მეფე ჩარლზ I-მა ტახტზე ასვლის შემდეგ თავისი “სამათრახე" ბიჭი უილიამ მიურეი გრაფი გახადა.
სამეფო სტილისტები
ძველი რომაელი მოახლეები, რომლებმაც აითვისეს თმის ვარცხნილობის ტექნიკა, არა მხოლოდ ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში აკეთებდნენ კულულებს თავიანთი ქალბატონების თავზე, არამედ მუშაობდნენ ძნელად დასამუშავებელ ინგრედიენტებზე. ისინი დამპალი წურბლების, კალმარის მელნის სითხის, მტრედის ნარჩენების და, რა თქმა უნდა, შარდის ნარევიდან ამზადებდნენ თმის სპრეებს.
წურბელების შემგროვებლები
რაც უფრო მეტ ექიმს სჯეროდა სისხლდენის სამკურნალო თვისებების, მით უფრო პოპულარული ხდებოდა წურბელა. წურბელები თითქმის ნებისმიერი დაავადების პანაცეად ითვლებოდნენ. შესაბამისად, მოდაში შემოვიდა ამ არსებების კოლექციონერის პროფესია. ჩვეულებრივ, სატყუარად იყენებდნენ საკუთარ ფეხებს. დამჭერები დახეტიალობდნენ ჭაობიან ტბორებში და საკუთარ კანზე იგროვებდნენ მათ. სისხლის დაკარგვის გამო ბევრს გულიც მისდიოდა.
გვამების ქურდი
ექიმებს სჭირდებოდათ არა მხოლოდ წურბელები, არამედ გვამები, რათა შეესწავლათ, თუ როგორ მუშაობს იქ ყველაფერი. ეკლესია ძველად არ იძლეოდა გაკვეთის უფლებას. ამიტომ, ხალხი ნადირობდა ღამის საფარქვეშ გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრებზე ნაცნობი ექიმის ბრძანებით. ეს პროფესია მე-19 საუკუნის ბოლომდე არსებობდა.
ქოთნის მოახლე
ძალიან უცნაურია, თუმცა ინგლისის მონარქებს სპეცილური დამხარე ე.წ. ქუთნის მოახლე ჰყავდათ. სპეციალურად გაწვრთნილი ქალი დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მზად იყო დაეცალა ქოთნის შიგთავსი და მონარქის ჰიგიენაზე პირადად ეზრუნა. როგორც ითვლება ამ პროფესის ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო. იხილეთ სრულად