როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" დღეს
კორაიმა ტორესი - ეს სახელი და გვარი ალბათ ბევრ ქართველს ეცნობა, თუმცა თუ გეტყვი, რომ კასანდრაზე ვწერთ, ყველაფერი უფრო მარტივად იქნება, რადგან წლების წინ საქართველოში ეს სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ვენესუელელი მსახიობი, კორაიმა ტორესი მსოფლიოში ცნობილი ტელენოველა "კასანდრას" წყალობით გახდა. სერიალი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს და დღემდე 32 ენაზეა ნათარგმნი. ამის გამო, სერიალი გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.
კორაიმა ალეხანდრა ტორეს დიასი 1973 წლის 6 ივნისს ვენესუელის ქალაქ ვალენსიაში დაიბადა. ის იყო მეოთხე შვილი ოჯახში. გოგონა იურისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხრა წლის ასაკში პირველად შევიდა თეატრალურ წრეზე, რამაც მისი სამსახიობო კარიერა საბოლოოდ გადაწყვიტა.
ახალგაზრდა მსახიობს არ უყვარდა სწავლა და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. სკოლის დასრულების შემდეგ მან უკვე ზუსტად იცოდა, თუ რისი გაკეთება სურდა.
"მე არასოდეს ვყოფილვარ გულმოდგინე მოსწავლე, სამაგიეროდ - ვიყავი აგრესიული და მოძალადე და ხშირად გავრბოდი", - აღიარა მოგვიანებით მსახიობმა.
კორაიმამ კარაკასის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც რეჟისორი ლუის ლამატე გაიცნო, რომელმაც იგი ტელევიზიაში მიიყვანა.
სამსახიობო კარიერა
1989 წელს კორაიმა ტორესმა მიიღო პირველი მთავარი როლი ტელენოველაში The Lark. ერთი წლის შემდეგ მან ითამაშა სერიალ Gardenia-ში.
კორაიმა ტორესის მესამე ნამუშევარმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. სერიალი „კასანდრა“, რომელშიც მან პუერტო რიკოელ მსახიობ ოსვალდო რიოსთან ერთად ითამაშა. თუმცა, დიდმა წარმატება კორაიმას ცხოვრებაში დედის ავადმყოფობამ და გარდაცვალებამ დაჩრდილა. ეს ამბავი იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება გაუჭირდა.