როგორ შეამცირეს საცობები მსოფლიოს დიდმა ქალაქებმა? | Allnews.Ge

როგორ შეამცირეს საცობები მსოფლიოს დიდმა ქალაქებმა?

ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ მგზავრობაში, ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებაში და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. ქალაქების მოდერნიზაციასა და გაფართოებასთან ერთად, იმატებს მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად, მათი რიცხვი, ვინც გადაადგილებისთვის საკუთარ ავტომობილებს იყენებს, რაც საცობებს იწვევს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისა თუ სატრანსპორტო სისტემის ცვლილების გამო გადატვირთული გზები თუ მეტროები დღეს თბილისისთვისაც დიდი თავის ტკივილია.

საცობები არა მარტო გვართმევს დროს და აზარალებს ეკონომიკას, არამედ მოლოდინის პერიოდში დახარჯული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი აირები აბინძურებს ჰაერსაც და ეკოლოგიას. ეს პრობლემა მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვისაა ცნობილი და მის მოსაგვარებლად ბევრი გზაც გამოუყენებიათ, რამდენიმე მაგალითს კი სწორედ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

გზის გამოყენების საფასური - სინგაპური

singapore-1024-automobili-1665064949.jpg

ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც წლებია, წარმატებით იყენებს სინგაპური, გადატვირთულ ადგილებზე შესვლაზე საფასურის დაწესებაა. 1975 წლიდან ქვეყანაში მძღოლებს ფიქსირებული გადასახადის გადახდა უწევთ ე.წ. „შეზღუდულ ზონაში“ შესვლისთვის დილის პიკის საათების დროს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. თეორია ეყრდნობა ეკონომიკის საბაზისო პრინციპს, რომ ფასის ზრდა მოთხოვნას ამცირებს.

პირველ თვეებში ამ სქემამ საცობები შეამცირა, თუმცა ბევრი პრობლემაც ახლდა თან - გადასახადის გადახდის შემდეგ მანქანები რამდენჯერმე შედიოდნენ ზონაში, ავტომობილების მფლობელების რაოდენობა მაინც გაიზარდა და მოიმატა საცობებმა ზონის გარეთ.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად სინგაპურში 1998 წელს გზის ელექტრონული საფასური შემოიღეს. დღეს ეს სისტემა სრულიად ავტომატიზებულია და უდგენს მძღოლებს ტარიფებს გზის გამოყენებისთვის მდებარეობის, დღის მონაკვეთის, მანქანის ტიპისა და რეალურ დროში სიჩქარის მიხედვით. საფასურმა შეამცირა „შეზღუდულ ზონაში“ მოძრაობის სიხშირე და ზოგადად, მგზავრობის დრო.

ამ მექანიზმს, სხვადასხვა სახით, არა მარტო სინგაპური, არამედ ბევრი ქალაქი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლონდონი, სტოკჰოლმი და სხვ. განიხილება ამ მეთოდის მეტროში გამოყენებაც.

ARTEMIS - იავატა

იაპონიის ქალაქ იავატაში მოძრაობისა და საცობების გასაკონტროლებლად იყენებენ სისტემას სახელად ARTEMIS, რაც მოიაზრებს გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სენსორების განთავსებას, რომლებიც ადგენენ, თუ რამდენი მანქანა მოძრაობს და რამდენად არიან ისინი დაშორებულები ერთმანეთისგან დროის მოცემულ მონაკვეთში. მოგროვილი ინფორმაცია გასაანალიზებლად ჯერ ცენტრალურ კომპიუტერს მიეწოდება, შემდეგ კი შუქნიშნებზე ნაწილდება და სწორედ ამის მიხედვით ისაზღვრება, რომელი ფერი რა ხანგრძლივობით აინთება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz