უძლიერესი არმია, რომელიც არ იბრძვის- რატომ ჰყავს ძლიერი ჯარი შვეიცარიას სამხედრო ნეიტრალიტეტის პირობებში? | Allnews.Ge

უძლიერესი არმია, რომელიც არ იბრძვის- რატომ ჰყავს ძლიერი ჯარი შვეიცარიას სამხედრო ნეიტრალიტეტის პირობებში?

შვეიცარიელები — მეტად ფრთხილი და წინდახედული ადამიანები არიან. ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად, ისინი სამხედრო ბუნკერებს 1886 წლიდან აშენებენ, განსაკუთრებით აქტიურად, — II მსოფლიო ომის და ასევე, 60–იანებში, "ცივი ომის დროს".

ბოლოს და ბოლოს იმდენი ააშენეს, რომ საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფარში დამალვა შვეიცარიის მთელს მოსახლეობას შეეძლება და ადგილიც დარჩება...

"ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, რომელშიც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხვედრა, მრავალბინიანი შენობების მფლობელებს მოეთხოვებათ, ყველა ახალ საცხოვრებელში, თავშესაფრების აშენება და აღჭურვა" – წერია შვეიცარიის ფედერალური კანონის, სამოქალაქო თავდაცვის, 45-ე და 46-ე მუხლებში, რომელიც 1963 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს.

87537260-bunker22-1-1647499372-1665048357.jpg

შვეიცარიის ნეიტრალიტეტი

ყველამ კარგად ვიცით, რომ შვეიცარია საომარ კონფლიქტებში ყოველთვის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ის ოაზისად რჩება, მშვიდობის თვალსაზრისით, მსოფლიო ომის დროსაც კი, მაგრამ ასევე ყველასათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა სახლში ავტომატურ იარაღს ინახავს და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოიხმარენ მას საკუთარი ქვეყნის დასაცავად. როგორ მოხდა ისე, რომ ქვეყანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ომს გაურბის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავს?

შვეიცარიის ჯარი დიდი არ არის, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ მოუნდება ამ ქვეყანასთან საომარი ურთიერთობა. სულ რაღაცა ორიოდე დღეში მას შეუძლია ჩაატაროს დაუჯერებლად ეფექტური მობილიზება და იარაღით ხელში ასობით ათასი ადამიანი გამოიყვანოს.

შვეიცარიელი დაქირავებული მეომერები მსოფლიოს სხვადასხვა ჯარში მსახურობდნენ და სახელგანთქმულები არიან თავისი დისციპლინით, კარგი მომზადებით და ერთგულებით. ხოლო საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლა შვეიცარიელებს ძალიან იშვიათად უხდებათ.

მუდმივი სამხედრო მზადყოფნა ნეიტრალიტეტის მიუხედავად

photo-1-328-1665048498.jpg

შვეიცარია წარმოიშვა მე-13 საუკუნეში, როგორც თვითმმართველი და შემდეგ ექსკლუზიურად გერმანულენოვანი კანტონების გაერთიანება. ამის გამო, მომდევნო საუკუნეებში ამ პოლიტიკურ ფორმირებას არ ჰყავდა საერთო ჯარი, როგორც ასეთი, და იგი ცალკეული კანტონების მილიციამ შეცვალა.

1815 წელს შედგა ფედერალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყველა კანტონი ვალდებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არანაკლებ საერთო მოსახლეობის 2% ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი წარედგინა. ფედერალური ჯარი ქვეყანაში მხოლოდ 1848 წელს ჩამოყალიბდა და კანტონებისთვის ეს ომში დამოუკიდებლად მონაწილეობის შეზღუდვას წარმოადგენდა. ყველა კანტონი უფლებას იტოვებდა, ჰქონოდა თავისი მილიცია, მაგრამ ამ სამხედრო დანაყოფს არანაირი როლი აღარ ჰქონდა, ვინაიდან, ახალი კანონების მიხედვით, მათი რაოდენობა 300 ადამიანს არ უნდა აღმატებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას ბოროტად არასდროს უსარგებლია საყოველთაო მობილიზაციით. ის მხოლოდ სამჯერ თუ გამოუცხადებიათ: საფრანგეთ-პრუსიის ომი, საფრანგეთში ნაპოლეონ III-ის რეჟიმის დანგრევისას და გერმანიის გაერთიანების დროს, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყებისას.

მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიის არსებობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პატარა სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც გერმანულ ენაზე საუბრობდა, რაიხთან მიერთების დიდი საფრთხის წინაშე იდგა.

swissarmyalps-741x417-1-1665048560.jpg

ჰიტლერს ამისთვის გეგმაც კი ჰქონდა შემუშავებული სახელად „ტანენბაუმი“. შვეიცარია ამ ომს ვერ გაუძლებდა, ამიტომ ხელისუფლებამ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, უნდა ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი ისე ადვილად არ მოხდებოდა, როგორც ავსტრიის შემთხვევაში. მეორე რიგში კი, გერმანიისთვის თავისი ლოიალურობა უნდა ეჩვენებინა. მობილიზაციას სათავეში 61 წლის გენერალი ანრი გაზანი ჩაუდგა, რომელმაც სამი დღის მანძილზე 850 ათასი ჯარისკაცის შეკრება მოახერხა.

მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის, მაღალმთიანი რაიონების დაცვაზე. მათ განზრახ გაწირეს სამრეწველო რაიონები, ხოლო დაცვის ხაზი გააძლიერეს მაღალმთიან სამხრეთ რაიონებში. ვიწრო გზები, უღელტეხილები, ხიდები და გვირაბები ხელს შეუშლიდა მტერს სამხედრო ქმედებების განხორციელებაში. ჰიტლერი მაშინვე მიხვდა, რომ შვეიცარიაზე გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდებოდა, მას დიდი რესურსის გაწირვა დასჭირდებოდა, რაც საჭირო იყო სულ სხვა მიმართულებებით. ამიტომ, გარკვეული ორჭოფობის შემდეგ შვეიცარიისთვის თავის დანებება გადაწყდა. ნაცისტურმა პროპაგანდამ მაშინვე შეცვალა კამპანია და გაამართლა ასეთი გადაწყვეტილება. შვეიცარიას პრესაში აჩვენებდნენ, როგორც ჩამორჩენილს, შუასაუკუნოვან ქვეყანას, რომელიც დასახლებული იყო მწყემსებით და პროვინციელებით.

რისთვის სჭირდება თანამედროვე შვეიცარიას ჯარი?

swiss-army-1280x720-1665048658.jpeg

ცივი ომის დროს შვეიცარიაში სამობილიზაციო სამზადისი ყოველთვის იყო. ქვეყანაში მიღებული ახალი კონცეფცია Armee 1961 გულისხმობდა, რომ სამობილიზაციო პოტენციალს უნდა მიეღწია არანაკლებ 625 ათას ჯარისკაცამდე. ეს, ძირითადად, რეზერვისტები იყვნენ, რომელთაც სამხედრო მომზადება ჰქონდათ გავლილი და მზად იყვნენ, უმოკლეს დროში მწყობრში ჩამდგარიყვნენ. მობილიზებულების შეიარაღების პრობლემა შვეიცარიელებმა არასტანდარტულად გადაწყვიტეს – დემობილიზებულებს თან მიჰქონდათ შაშხანები და ვაზნების გარკვეული რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, ახალი მობილიზებული მოქალაქეები, შეკრების ადგილზე უკვე იარაღით მოდიოდნენ და მაშინვე მზად იყვნენ ბრძოლაში წასასვლელად.

წყარო

myquiz