"ბავშვს ზედმეტი სტერილურობა და სისუფთავე არ სჭირდება"- გიორგი ღოღობერიძის 5 რჩევა, რომ ბავშვი ნაკლებად დაავადდეს და ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს | Allnews.Ge

"ბავშვს ზედმეტი სტერილურობა და სისუფთავე არ სჭირდება"- გიორგი ღოღობერიძის 5 რჩევა, რომ ბავშვი ნაკლებად დაავადდეს და ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" 5 რჩევას ასახელებს, რომ ბავშვი ნაკლებად დაავადდეს და მისი იმუნური სისტემა ძლიერი იყოს:

- ბავშვს ზედმეტი სტერილურობა და სისუფთავე არ სჭირდება. შევადაროთ სტატისტიკა: რომ ნახოთ, აფრიკაში დაავადებულ ბავშვთა სიხშირე, რომელთაც ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებები აქვთ და ამერიკაში, იმავე ასაკის ბავშვების სიხშირე, იმავე დაავადებებით, აღმოაჩენთ, რომ სტატისტიკა ერთი და იგივე არ არის. აფრიკაში, შედარებით ცუდ პირობებში გაზრდილი ბავშვი, ამ მხრივ უფრო ჯანმრთელია.

შეხედეთ ჩვენს გარშემო არსებულ რეალობასაც - ქუჩაში მზარდი ბავშვები ბევრად უფრო ჯანსაღები, გაკაჟებულები და ძლიერები არიან, ვიდრე ის ბავშვი, რომელსაც მშობელი 24 საათის განმავლობაში თავზე დაჰყურებს, ხილს კარგად უთლის, ხელებს მილიონჯერ გადააბანინებს, ტანსაცმელს დღეში რამდენჯერმე ურეცხავს - ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვები სუსტები არიან.

ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. თუ ბავშვის იმუნური სისტემა არანაირ პათოგენს არ ხვდება, არც ვირუსს, არც ბაქტერიას, არც სოკოსა და პარაზიტს იცნობს, როგორ უნდა იბრძოლოს? პირობითად, თუ არასდროს გივარჯიშია და პირდაპირ რინგზე სეხვალ, ბრძოლას მოიგებ? ვერა, იმიტომ, რომ არანაირი გამოცდილება არ გაქვს. ასეა ბავშვების შემთხვევაშიც, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილის იმუნური სისტემა ძლიერი იყოს, მიეცით საშუალება, რომ ინფექციებთან ცოტა კონტაქტი ჰქონდეს. ზედმეტი სტერილურობა საჭირო არ არის.

ცოტაოდენი ჭუჭყი, ტალახი, ქვიშაში თამაში ეს საჭიროა, რადგან ასე ხდება პათოგენებთან კონტაქტი და ასე შეუძლია მის იმუნურ სისტემას, რომ ივარჯიშოს და საკუთარი თავი გაიძლიეროს. ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა. იხილეთ სრულად

myquiz