როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება? - რჩევები, რომელთა გამოყენებაც იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ | Allnews.Ge

როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება? - რჩევები, რომელთა გამოყენებაც იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და კრემ­ლის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი უკვე არა­ერთ მი­ნიშ­ნე­ბას აკე­თე­ბენ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე. და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პუ­ტი­ნის მუ­ქა­რის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა.

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მე­დი­ა­ში სულ უფრო მეტ­ჯერ გვეს­მის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე. გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის დროს იმის­თვის, რომ გა­დარ­ჩეთ.

ვნა­ხოთ, რა არის ის პირ­ვე­ლი, რაც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. რჩე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ახლა წა­ი­კი­თხავთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, ready.gov.

ბირ­თვულ­მა აფეთ­ქე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი და მსხვერ­პლი აფეთ­ქე­ბის, სი­ცხი­სა და რა­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუ გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­გორ მო­იქ­ცეთ ასეთ დროს და რა უნდა გა­ა­კე­თოთ, თუ ეს მოხ­დე­ბა.

აფეთ­ქე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­შია დე­ტო­ნა­ცი­ის შემ­დეგ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რად­გა­ნაც სწო­რედ ამ დრო­საა რა­დი­ა­ცი­ის უმაღ­ლე­სი დონე. აფეთ­ქე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთი სჭირ­დე­ბა რა­დი­ა­ცი­ის გაბ­ნე­ვას და ეს საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აი­რი­დოთ თა­ვი­დან შემ­დე­გი მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმით:

birtvuli2-58875-1665037235.jpg

შე­დით უახ­ლო­ეს შე­ნო­ბა

­შირა­დი­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­უ­კე­თე­სოა ბე­ტო­ნის, ან აგუ­რის შე­ნო­ბა. გა­ი­ხა­დეთ და მო­ი­შო­რეთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც გა­რეთ ყოფ­ნის დროს გეც­ვათ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იწ­მინ­დეთ და ჩა­მო­ი­ბა­ნეთ სხე­უ­ლის ის ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც გი­ჩან­დათ გა­რეთ კოფ­ნის დროს და ერ­თგვა­რად და­უც­ვე­ლი იყო, ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ, თუ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ნა­ლე­ქის მოს­ვლის დროს, გა­რეთ აღ­მოჩ­ნდით.

ხე­ლის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა არ და­გი­ცავთ. მო­ე­რი­დეთ თვა­ლებ­ზე, პირ­ზე ცხვირ­ზე შე­ხე­ბას თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხელ­საწ­მენ­დი, მისი შე­ხე­ბა კან­ზე ასეთ დროს არ შე­იძ­ლე­ბა.

გა­და­დით სარ­დაფ­ში, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წილ­ში. მო­ე­რი­დეთ გარე კედ­ლებ­თან, ფან­ჯრებ­თან ყოფ­ნას. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ დის­ტან­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ. თუ თავ­შე­სა­ფარ­ში ხართ, ატა­რეთ ნი­ღა­ბი.

დარ­ჩით შინ

დარ­ჩით შე­ნო­ბა­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვაგ­ვარ მი­თი­თე­ბას არ მოგ­ცემთ. გა­ნაგ­რძეთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა. და­ი­ცა­ვით იმ ადა­მი­ა­ნებ­თან დის­ტან­ცია ვის­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ, მი­ნი­მუმ ორი მეტ­რის მან­ძილ­ზე. გა­რეთ არ გა­უშ­ვათ ცხო­ვე­ლე­ბი.

თვალ-ყური ადევ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას

მი­ა­დევ­ნეთ თვა­ლი ბოლო ცნო­ბებს - რო­დის არის უსაფრ­თხო გა­რეთ გას­ვლა, აკონ­ტრო­ლეთ ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უფრო სა­ში­შია და ნაკ­ლებ სა­ში­ში. ამ ყვე­ლა­ფერს ახა­ლი ამ­ბე­ბი­დან გა­ი­გებთ და შე­ი­ტყობთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა გა­რეთ გას­ვლა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რა­დიო (ბა­ტა­რე­ა­ზე მო­მუ­შა­ვე) იმუ­შა­ვებს. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ სერ­ვი­სე­ბი შე­საძ­ლოა, შე­ფერ­ხდეს, ან მი­უწ­ვდო­მე­ლი იყოს.

წი­ნას­წარ იცო­დეთ ის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც თავ­შე­საფ­რად გა­მო­ი­ყე­ნებთმო­ახ­დი­ნეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თავ­შე­საფ­რად გა­მო­გად­გეთ. უკე­თე­სია, რომ ეს იყოს მი­წის­ქვე­შა თავ­შე­სა­ფა­რი, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წი­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თი მო­გი­წევთ ყოფ­ნა, ამი­ტო­მაც დაგ­ჭირ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სა­მო­სის, საკ­ვე­ბის და წყლის.

იხილეთ სრულად

myquiz