როგორ გახდა გორდონ რამზი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი შეფ-მზარეული | Allnews.Ge

როგორ გახდა გორდონ რამზი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი შეფ-მზარეული

გორდონ რამზი ბავშვობაში ოჯახის ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო არასტაბილურ გარემოში ცხოვრობდა და ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. 16 წლის იყო, როდესა ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდას სპორტის თამაში ჰქონდა განზრახული, მისი კურსი მალევე შეიცვალა კულინარიით.

სასტუმროს მენეჯმენტის გამოცდილებით, რამზიმ პატარა ასაკიდან დაიწყო მუშაობა სხვადასხვა რესტორანში. მან პირველად პოპულარობა ლონდონში, თავისი რესტორნის გახსნისა და იმპერიის ახალ სიმაღლეებზე სწრაფად გაფართოების შედეგად მოიპოვა.

ამასთან ერთად გორდონ რამზი სხვადასხვა შოუების საშუალებით, კულინარიული შოუს ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. იგი დასახელდა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო მზარეულად და გამოიმუშავა უზარმაზარი ქონება - 220 მილიონი დოლარი.

კულინარიული უნარების დახვეწა და სრულყოფა

შოტლანდიაში, რენფრევშირში დაბადებული გორდონ რამზი ოთხი და-შმიდამ ყველაზე პატარა იყო. როდესაც ის ხუთი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა.

მოძალადე მამისა და სიდუხჭირის გამო, ოჯახს სტაბილური საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა. 16 წლის იყო, როდესაც ბინა იქირავა და მშობლებს გაეცალა. Britannica-ს ცნობით, გორდონი თამაშობდა ოქსფორდ იუნაიტედის გუნდში და იყო შოტლანდიის პრემიერ ლიგის გლაზგო რეინჯერსის რადარში. სამწუხაროდ, საფეხბურთო კარიერის მიტოვება მუხლის ტრავმის გამო მოუწია.

gordan-ramsay-1664703890.jpg

კულინარიული ნიჭი გორდონ რამზის ბავშვობიდან ჰქონდა. 1987 წელს, North Oxon Technical College-ში, სასტუმროს მენეჯმენტის განხრით მან პროფესიული დიპლომი მიიღო. შემდეგ იგი მზარეულის უნარების დასაუფლებლად ლონდონში გადავიდა.

შეფ-მზარეულ მარკო პიერ უაითთან მუშაობდა. 1990-იან წლებში კი ალბერ რუსთან Le Gavroche-ში ადავიდა, რამაც მის პროფესიონალად ჩამოყალიბებასი დიდი როლი ითამაშა.

1998 წელს რამზიმ გახსნა მისი რესტორანი რესტორანი Gordon Ramsay. დაარსებიდან მალევე, რესტორანმა მიიღო მიშლენის სამი ვარსკვლავი, უმაღლესი ჯილდო კულინარიაში და რჩება ყველაზე ხანგრძლივ კულინარიულ დაწესებულებად, რომელის ჯილდოს ინარჩუნებს. განაგრძეთ კითხვა

myquiz