"მეც მექსიკიდან შემოვედი 22 წლის წინ, ელ-პასოს საპირფარეშოებს ვრეცხავდი" - რას ურჩევს აშშ-ში წასული ქართველი ემიგრანტი ახალ­ჩა­სუ­ლებს? | Allnews.Ge

"მეც მექსიკიდან შემოვედი 22 წლის წინ, ელ-პასოს საპირფარეშოებს ვრეცხავდი" - რას ურჩევს აშშ-ში წასული ქართველი ემიგრანტი ახალ­ჩა­სუ­ლებს?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლის, მა­რი­ნა ჯი­ქი­ას ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი ვრცელ­დე­ბა. მა­რი­ნა ჯი­ქია აშშ-სკენ გავ­ლილ მძი­მე გზას დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს და ამე­რი­კა­ში ახალ­ჩა­სუ­ლებს მო­უ­წო­დებს, რომ ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რონ.

ემიგ­რან­ტი ქა­ლის პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"მექ­სი­კი­დან შე­მო­ვე­დი მეც, ასე 22 წლის წინ. ერთი თვე გა­ვა­ტა­რე მექ­სი­კის, კერ­ძოდ მე­ხი­კოს სა­ე­მიგ­რა­ციო ბა­ნაკ­ში, 5 თვე ელ-პა­სოს (ტე­ხა­სი) სა­ე­მიგ­რა­ციო ცი­ხე­ში. სალ­ვა­დორ­ში მი­წისძვრ მოხ­და, მოგ­ვცეს 15 დღი­ა­ნი "სა­ლი­და", ასე ერ­ქვა და 15 დღე თავი იმ­ტვრი­ეთ და ტა­ნი­ცო, მაგ­რამ 15 დღის შემ­დეგ, თქვე­ნი ფეხი აღარ იყოს მექ­სი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეო. (იმ­ხე­ლა ის­ტო­რი­აა, წიგ­ნი და­ი­წე­რე­ბა, თუ რო­გორ ჩა­მო­ვაღ­წი­ეთ მე­ხი­კო სი­ტი­დან ტე­ხა­სამ­დე. ჩვენც დაგ­ვაბ­რუ­ნეს 2-ჯერ უკან 11-ნი ვი­ყა­ვით). ელ-პა­სოს ცი­ხე­ში ტუ­ა­ლე­ტებს ვრე­ცხავ­დი და საშ­ხა­პებს ვა­სუფ­თა­ვებ­დი, ხეხ­ვა არ ჭირ­დე­ბო­და, უჟან­გა­ვი რკი­ნის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი, დღის ბო­ლოს სიმ­ბო­ლუ­რად 1$-ს მიხ­დიდ­ნენ.

"და­ვა­საქ­მე" ჩემი მე­გობ­რე­ბიც, დარ­ბა­ზი იყო გა­ყო­ფი­ლი ნა­წი­ლე­ბად და გვიდ­ნენ, დო­ლარ-დო­ლა­რად დღე­ში, ვი­ყა­ვით ასე 3$-იანი დღის ბო­ლოს. სუფ­რას ვშლი­დით... ამას, რა თქმა უნდა, ნე­ბით ვა­კე­თებ­დით, ვი­ნა­ი­დან, არა­ვინ გა­ვალ­დე­ბუ­ლებს შენ შრო­მას. ყო­ველ დი­ლას 6:45 ვი­დე­ქი სა­წოლ­თან მზად­ყოფ­ნა­ში, რათა ოფი­ცერს რა­ცია არ შე­მო­ერ­ტყა სა­წო­ლის­თვის, GET UP, GET UP-ს ძა­ხი­ლით. ერთი სი­ტყვა ინ­გლი­სუ­რიც კი არ ვი­ცო­დით, ნუ თა­ვი­დან.

უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, ნი­გე­რი­ი­დან, კო­ლუმ­ბი­ი­დან, სალ­ვა­დო­რი­დან. ჩვენ­ზე ადრე გა­ვიდ­ნენ ისი­ნი. რამ­დენ­ჯერ­მე წე­რილ­ში ჩა­დე­ბუ­ლი 20$ მი­ვი­ღე ცი­ხე­ში (ბლან­კა, ბი­ან­კა, ადა, ნა­ტა­ლია) და მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ ადა­მი­ა­ნო­ბას ეროვ­ნე­ბა არ ააქვს. სუ­ლერ­თია ვინ ხარ, თუ ადა­მი­ა­ნი ხარ, ხარ და ეგაა. ადა მყავ­და უზო­რო, ნი­გე­რი­ი­დან, გინ­და თუ არა გუ­რუ­ლი ვარო და რომ და­უ­ძა­ხებ­დი "რა­ი­აო" გი­პა­სუ­ხებ­და. ოფი­ცერს და­უ­ჩე­მა, მე შავი ჯორ­ჯი­ა­ნე­ლი ვარო. აბ­და­ლა იცო­და კი­დევ - "მოი შენ აბ­და­ლა აგერ!" "ჟუ­ჟუ­ნა წვი­მას" ვმღე­რო­დით ერ­თად, დღემ­დე ვი­ნა­ხავ მის წე­რი­ლებს.

6 თვე საკ­მა­ოდ დიდი დროა "გზა­ში ყოფ­ნის­თვის", ჩე­მებ­მა 2 წლის შემ­დეგ გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი. ისე, სხვა­თა­შო­რის ვუ­თხა­რი. სხვა დრო იყო მა­შინ. ქუ­ჩის ტე­ლე­ფო­ნე­ბი­დან ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად და გა­მოც­დი­ლე­ბად დარ­ჩე­ბა ის 6 თვე. ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი დღემ­დე, იმ 6 თვის ნა­ყო­ფია.

მერე ნიუ-იორკში ავ­ტო­ბუ­სე­ბის სად­გურ­ში ჩა­მო­სულს, მი­სა­მარ­თი აღარ მქონ­და, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან წა­მო­სულ­მა, 6 თვე ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ნიუ-იორკში თავს ვკი­თხე, ახლა სა­დღა მი­დი­ხარ­თქო?! გა­მო­ვი­და უც­ნო­ბი გუ­ლი­კო (ჟღენ­ტი) დე­ი­და (სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო ქონ­და ბრუკ­ლინ­ში) და წაგ­ვიყ­ვა­ნა. სა­მა­რე­ში ჩამ­ყვე­ბა მად­ლი­ე­რე­ბა მის მი­მართ.

მერე იყო შრო­მაა, სხვა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა. 14 წელი წა­ი­ღო იმ დრომ, რომ შვი­ლი მე­ნა­ხა. დიდი ხანი მი­ჭირ­და, ბავ­შვე­ბის და­ნახ­ვა არ მინ­დო­და. სამ­სა­ხუ­რი სკო­ლას­თან მქონ­და ახ­ლოს და იქ გავ­ლა და 12-13 წლის ბავ­შვე­ბის და­ნახ­ვა სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იყო. 15 წელი ვი­მუ­შა­ვე ძა­ლი­ან კარგ ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ, დღე­ში 3-4-5 სა­ა­თი სკა­ი­პით გი­ორ­გის­თან მე­კონ­ტაქ­ტა, ამი­ტომ სკო­ლა­შიც ერ­თად დავ­დი­ო­დით, ვი­ცო­დი ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე, და­ვა­ლე­ბა და სა­კონ­ტრო­ლო წერა, გა­მოც­და და ოლიმ­პი­ა­და.

მშობ­ლე­ბი შე­ვი­ძი­ნე აქ, ამე­რი­კა­ში.მერე ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და დამ­თავ­რდა ის 15 წე­ლიც, გარ­და­იც­ვალ­ნენ. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო იმ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა, სა­დაც 15 წელი გა­ვა­ტა­რე.( მე­ო­რედ ემიგ­რა­ცი­ის ტოლ­ფა­სი). 18 წლის შემ­დეგ მი­ვი­ღე სა­ბუ­თე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 წლის მერე ჩა­სულს, მე­ო­რე დღეს უკან გა­მობ­რუ­ნე­ბა მინ­დო­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ისევ გვი­ჭირს, ისევ იგი­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვართ, ისევ უწევთ შვი­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხე­ბის და­ტო­ვე­ბა.

ორი დღის წინ ახალ­გაზ­რდა ქალს ვე­სა­უბ­რე, 5 და 2 წლის ბავ­შვე­ბი დავ­ტო­ვეო, ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე და ვი­ტი­რე. ჩემი გავ­ლილ გზა­ზე, მისი ცხოვ­რე­ბა ამე­ტი­რა.

რა­ტომ ვწერ ახლა ამ ყვე­ლა­ფერს?! - ნუ გე­ში­ნი­ათ ხალ­ხო, (ახლ ჩა­მო­სუ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ) არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ყვე­ლა იპო­ვით თქვენ გზა­საც, კვალ­საც, თავ­საც. სა­ბუ­თებ­საც მო­ი­წეს­რი­გებთ. მთა­ვა­რია ნერ­ვებს და ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დით და ნუ გექ­ნე­ბათ მოკ­ლე ვა­დი­ა­ნი ილუ­ზი­ე­ბი. დრო ჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს და ეს დრო 3-5 წლის შემ­დეგ იწყე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ.

კი­დევ იმი­ტომ ვწერ რომ, ნუ დას­ცი­ნით ერ­თმა­ნეთს, გუ­შინ ჩა­მო­სუ­ლი და ხვალ ჩა­მო­სას­ვლე­ლი, იმი­ტომ რომ ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას ერ­თნა­ირ პი­რო­ბებ­ში არ გვა­ყე­ნებს. თუ დახ­მა­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, გულს მა­ინც ნუ მო­ვუკ­ლავთ და შე­უ­რა­ცხყო­ფას ნუ მი­ვა­ყე­ნებთ ერ­თმა­ნეთს. ნუ ვეც­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის გა­მო­ყე­ნე­ბას, ნურც გუ­შინ ჩა­მო­სუ­ლი და ნურც ის ვინც ხვალ ჩა­მო­ვა, ცხოვ­რე­ბა ბუ­მე­რან­გია და არ­სად არ მი­დის, წრე­ზე ტრი­ა­ლებს.

ნურც ვი­ღა­ცის წარ­მა­ტე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე აპე­ლი­რებთ. არა­ვინ არ იცის სად იწყე­ბა და სად მთავ­რდე­ბა ან სა­ერ­თოდ რას ნიშ­ნავს ეს სი­ტყვა. მე რომ მკი­თხოთ, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მე­ე­ცხრე კლას­ში სიყ­ვა­რუ­ლით გა­თხო­ვი­ლი ჩემი კლა­სე­ლია, სუ­რებ­ში რომ გა­თხოვ­და და გუ­შინ ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და სა­ხე­ზე, ენით აღუ­წე­რე­ლი.

არც არა­ვის გა­ე­ჯიბ­როთ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი და მთა­ვა­რი - შრო­მა, შრო­მა და შრო­მა!!! და­ი­ვი­წყეთ სი­ტყვე­ბი, მე ამას ვერ ვი­ზამ და მე ამას არ ვი­ზამ და….. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ! წარ­მა­ტე­ბე­ბი! 22 წლის წინ გა­ვი­ა­რე თქვე­ნი გზა და დღემ­დე მოვ­დი­ვარ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. და კი­დევ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ! არ შე­გე­შინ­დეთ!!!" - წერს მა­რი­ნა ჯი­ქია.

myquiz