"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი | Allnews.Ge

"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი

ფოთ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ ქუ­ჩა­ზე ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლი დგას. თეთ­რი ქვით აშე­ნე­ბულ სახ­ლს, ფან­ჯრე­ბი და სა­ხუ­რა­ვი უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი აქვს, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი "გზა" ამ შე­ნო­ბით და მისი მე­პატ­რო­ნის ვი­ნა­ო­ბით მხო­ლოდ ამ მი­ზე­ზით ნამ­დვი­ლად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­ოც­რე­ბის მხილ­ვე­ლი ხდე­ბით. ქვის ჭერი, ზღვის ნი­ჟა­რე­ბის­გან შექ­მნი­ლი ფარ­დე­ბი, ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის­გან გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ხის ტო­ტე­ბით, ქვე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი და უამ­რა­ვი იდუ­მა­ლი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­რის პა­პას­კუ­ამ სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აა­შე­ნა, გა­მო­ძერ­წა, შექ­მნა... უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ეზოს, ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლო ჭიშ­კა­რი ამ­შვე­ნებს. უფრო ვრცლად იდუ­მალ სახ­ლსა და მის მე­პატ­რო­ნე­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ბო­რის პა­პას­კუა:

- ამ სახ­ლს 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვა­შე­ნებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე; ქვა-ღორ­ღი იყო, სილა-ცე­მენ­ტი, აგუ­რი თუ ხის მო­რე­ბი ან ტო­ტე­ბი, ჩემი ვე­ლო­სი­პე­დით მოვ­ზი­დე, და­ვა­მუ­შა­ვე...

zgvis-saxli1-1664265632-61360-1664522747.jpg

- ასე­თი სახ­ლის აშე­ნე­ბის ინ­სპი­რა­ცია რა გახ­და?

- ზღვი­დან გა­მო­რი­ყუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ ზღვა­ზე ვი­ყა­ვი. ზღვის კაცი ვარ, ზღვა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის ჩვე­ვად მქონ­და ზღვი­დან რა­ი­მეს, ძი­რი­თა­დად კი კენ­ჭე­ბის წა­მო­ღე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და რა­ღა­ცე­ბის აწყო­ბა, გა­მო­ძერ­წვა... აფხა­ზეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ქვე­მო ბარ­ღებ­ში ვცხოვ­რობ­დი, არის ასე­თი ზღვის­პი­რა სო­ფე­ლი გალ­ში.

აფხა­ზე­თის ომი რომ დამ­თავ­რდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მეც და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სახლ-კარი. ზღვას ვერ შე­ვე­ლიე, შორს ვერ წა­ვე­დი, ფოთ­ში ჩა­მო­ვე­დი და რუ­სის­გან ძვე­ლი, თით­ქმის დან­გრე­უ­ლი, ცალ ფეხ­ზე მდგა­რი სახ­ლი ვი­ყი­დე. კედ­ლე­ბი თა­ვი­დან ამო­ვა­შე­ნე, მო­ვა­პირ­კე­თე და გა­ვა­ლა­მა­ზე.

pupuskf-61369-1664522765.jpg

- აფხა­ზეთ­ში თქვე­ნი სახ­ლის შე­სა­ხებ რა იცით?

- ახლა იქა­უ­რო­ბა ნან­გრე­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი, სახ­ლი კი - მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი. არა­და, ერთ დროს ისე­თი ლა­მა­ზი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ზღვის სა­ნა­პი­რო... ხში­რად მახ­სენ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თავი, ზღვის ნა­პირ­ზე ფე­რად კენ­ჭებს რომ ვაგ­რო­ვებ­დი და მერე ათას­გვარ ნივ­თებს ვამ­ზა­დებ­დი... ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში ამ სუ­რათს რომ ვხე­დავ, ცრემ­ლე­ბი მომ­დის. ზღვა ჩემი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი იყო და არის. მის­თვის სევ­დის გა­ზი­ა­რე­ბაც შე­მიძ­ლია და სი­ხა­რუ­ლი­საც. ფოთ­შიც იმი­ტომ ვი­ყი­დე სახ­ლი, რომ ზღვას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. დღე არ გავა, ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლი ვე­ლო­სი­პე­დით რომ არ გა­ვი­ა­რო. ვაკ­ვირ­დე­ბი, რა ხდე­ბა სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვამ რა გა­მო­რი­ყა ან უკან რა წა­ი­ღო, ღე­ლავს თუ მშვი­დია, სუფ­თაა თუ ამ­ღვრე­უ­ლი. მისი სიმ­შვი­დეც ინ­სპი­რა­ცი­ას მაძ­ლევს და მღელ­ვა­რე­ბაც. მას­თან კავ­ში­რი ძა­ლას და სი­ცო­ცხლის აზრს მაძ­ლევს. ვე­ლო­სი­პე­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტია, მან­ქა­ნით კი სწრა­ფად ჩა­იქ­რო­ლებ, ჩა­ივ­ლი და შენ­ში არა­ფე­რი რჩე­ბა, ვე­რა­ფერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ას­წრებ.

იხილეთ სრულად