რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან? | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან?

ბოლო დროს 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა ჩვენ­ში ერ­თგვა­რად ტრენ­დუ­ლი გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი მისი დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ, წო­ნა­ში და­იკ­ლონ. რო­დე­საც ამ დი­ე­ტას ვირ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ის, რა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ახ­ლავს და რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა მისი დაც­ვა, - ამა­ზე ექი­მი-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ნატა გა­გუა გვე­სა­უბ­რე­ბა.

"18-სა­ა­თი­ან დი­ე­ტას ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილს ეძა­ხი­ან. მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ისაა, რომ წო­ნის კლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ხარ­ჯზე მოხ­დეს და არა კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვის ხარ­ჯზე. კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვით კლე­ბა ბევ­რი არას­წო­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტის შე­დე­გია" - აღ­ნიშ­ნავს ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი.- კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის კლე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა?

- გა­აჩ­ნია, იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი რო­გორ იკ­ვე­ბე­ბა. თუ მა­ღა­ლია სიმ­სუქ­ნის ხა­რის­ხი, შე­იძ­ლე­ბა 18-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლის ხარ­ჯზე პირ­ველ ჯერ­ზე, 2 თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 12-14 კილო და­იკ­ლოს. თუ და­საკ­ლე­ბია მხო­ლოდ 4-5 კი­ლოგ­რა­მი, რაც ძა­ლი­ან ხში­რია, მა­შინ ეს ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის სიჩ­ქა­რით ნაკ­ლე­ბად გვა­ო­ცებს. არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს კვე­ბის მო­დე­ლი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ რად­გან ეს კვე­ბის მო­დე­ლი ასე­თი ტრენ­დუ­ლი გახ­და, ვი­ტყვი, რომ ღა­მის ინ­ტერ­ვა­ლი კარ­გია, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი­დან ჯერ გლუ­კო­ზა და გლი­კო­გე­ნი „ამო­ლაგ­დე­ბა“, შემ­დეგ კი უკვე ცხი­მე­ბი. იმ და­ნარ­ჩენ 6 სა­ათს თუ ადა­მი­ა­ნი ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, კა­ლო­რი­ულ დე­ფი­ციტს ქმნის, უფრო მეტ კა­ლო­რი­ებს ხარ­ჯავს, ვიდ­რე იღებს, მა­შინ წო­ნა­ში კლე­ბის პრო­ცე­სი შე­სამ­ჩნე­ვია.

- ე.ი. იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბა და ალ­ბათ ნახ­შირ­წყლე­ბიც ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ვი­ღოთ, ხომ?..

- ნახ­შირ­წყლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ, ის უნდა იყოს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი - ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, უსა­ფუვ­რო პური, დო­ზი­რე­ბუ­ლი ხილი, ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლი, ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი, ან ჰა­ერ­ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხვა­რი ბოსტნე­უ­ლი - ეს მათ­თვის, ვი­საც ბოსტნე­უ­ლის ცო­ცხლად მი­ღე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. თუ არ უყ­ვარს ხილი, მი­ი­ღოს ხი­ლის სმუ­ზი, ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჩირი, თუ ალერ­გი­უ­ლი არ არის, თხი­ლე­უ­ლი.

მაგ­რამ იმ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტის პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ეს სი­კე­თეს არ მო­ი­ტანს. კანს დას­ტრე­სავს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მას შე­ი­ძენს და ზო­გა­დად ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა. ამ მო­დელ­ში ერთი პლუ­სია, - თუ სხვა­დას­ხვა დი­ე­ტა­ში რა­ცი­ო­ნის ოდე­ნო­ბა მკაც­რად, გრა­მო­ბით არის გა­წე­რი­ლი, ამას ეს არ სჭირ­დე­ბა. პორ­ცი­ას ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს და მი­ირ­თმევს. უბ­რა­ლოდ აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად სწო­რად მომ­ზა­დე­ბულ ჯან­საღ პრო­დუქ­ტებ­ზე. მაგ­რამ თუ წი­წი­ბუ­რა რძე­ზე მოვ­ხარ­შეთ, მერე კა­რა­ქი და­ვუ­მა­ტეთ და სო­სი­სი ჩა­ვა­ჭე­რით, ასე ამ პრო­დუქ­ტის თით­ქმის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას დავ­კარ­გავთ. წყალ­ზე მო­ხარ­შუ­ლი წი­წი­ბუ­რა ყველ­თან, მწვა­ნე ფე­რის ცო­ცხალ ბოსტნე­ულ­თან კი ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა...

imagetools0-62531-1664522591.jpg

- 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ უნდა იკ­ვე­ბოს ადა­მი­ან­მა?

- მი­ნი­მუმ ორ­ჯერ. ჩემ­თვის, რო­გორც ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის­თვის, ერთჯე­რა­დი კვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ამ დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტმა მწვა­ვე რე­აქ­ცია მოგ­ვცეს, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ვარ­დნა მოხ­დეს, სის­ხლში გლუ­კო­ზის რა­ო­დე­ნო­ბა და­ე­ცეს, სა­ჭეს­თან მჯდომ­მა ან ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თულ­მა ადა­მი­ან­მა გო­ნე­ბა და­კარ­გოს... ერთჯე­რა­დი კვე­ბი­სას კარ­გად უნდა ვი­ყოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ის­ტრე­სე­ბა. ერთჯე­რა­დი კვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში ექი­მის, ექთ­ნის, გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, სა­დაც იცი­ან პა­ცი­ენ­ტის ანამ­ნე­ზი, ბი­ო­ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- უშაქ­რო ჩაი და ყავა ამ შიმ­ში­ლო­ბის 18 სა­ათ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის მი­ღე­ბა (დღე­ში მი­ნი­მუმ 1,5 ლ) კლა­სი­კუ­რი უზმო ინ­ტერ­ვა­ლის დროს, ყავა და ჩაი არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის, თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს, მა­შინ 1-2 ფინ­ჯა­ნი უშაქ­რო ჩა­ი­სა და ყა­ვის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. დის­კომ­ფორ­ტის დროს კარ­გი იქ­ნე­ბა წნე­ვის გა­სინ­ჯვა და გლუ­კო­მეტ­რით შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბის გან­სა­ზღვრა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz