რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული ხილი მსოფლიოში? | Allnews.Ge

რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული ხილი მსოფლიოში?

ხილი ადამიანებისთვის საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის შესანიშნავი წყაროა. მათი მირთმევა შესაძლებელია ახალი, გადამუშავებული წვენებისა და ჟელეების სახით, ან დაკონსერვებულის.

ხილისგან სხვადასხვა სახის ნივთიერებებსაც იღებენ, მაგალითად, მორფინს ან ოპიუმს. სწორედ ამ განსაკუთრებული მახასიათებლებით განისაზღვრება საკვების ფასიც, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი ხილი, რომელთა ფასი რამდენიმე ასეულ დოლარსაც აღწევს.

Sekai-Ichi ვაშლი

xili1-1663938280-1664178321.jpg

სეკაი-იჩის ვაშლი იაპონიიდან მოდის. ის ითვლება ვაშლის ერთ-ერთ უდიდეს ჯიშად და გამოირჩევა ღია ვარდისფერი ან ზოგჯერ წითელი შეფერილობით. Sekai-Ichi ვაშლი ხელმისაწვდომია შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში. ამ ვაშლების საშუალო გარშემოწერილობა 30-დან 46 სანტიმეტრამდეა და იწონის 900 გრამს.

თუმცა, მათი წონის გამო, ეს ვაშლები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. ფერმერებს არ შეუძლიათ ნაყოფის მასობრივი წარმოება. გარდა ამისა, მცირე იშვიათობის გამო, თითო ვაშლი დაახლოებით 21 დოლარი ღირს.

Sembikiya ალუბალი

xili2-1663938280-1664178342.jpg

Sembikiya ალუბალი არის იაპონიიდან და ქვეყანაში არსებობს ამ ხილის უძველესი მაღაზიები. ალუბლის ხილის მაღაზია თავდაპირველად 1834 წელს, კოშიგაიაში გაიხსნა. 1867 წელს კი სავაჭრო უბანში, ნიჰონბაში გადავიდა. იქ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ახლად გამოწურული ხილის წვენები, პარფეტები და უბრალოდ დაჭრილი ხილი.

თავად ამ ჯიშის ალუბალი იზრდება პატარა სათბურებში, სადაც მათ ყურადღებით აკვირდებიან. ალუბალი უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ მოთხოვნებს ზომით, ფერით და ხარისხით. ამ პრემიუმ ალუბლის თოთოეული ყუთი 160 დოლარი ღირს.

დეკოპონის ციტრუსი

xili3-1663938281-1664178366.jpg

დეკოპონის ციტრუსი დიდი ხილია, მათი წონა შესაძლოა ერთ ფუტსაც აღწევდეს. ნაყოფზე მკაფიო ზედა კვანძის ფორმის გამო, ზოგჯერ მას სუმოს ციტრუსსაც კი ეძახიან. ის ასევე ტკბილია. ხილი შესანიშნავია მათთვის, ვისაც უყვარს ტკბილეულობა თუმცა პარალელურად არც წონაში მატება სურს.

ეს ხილი ასევე მოითხოვს ძალიან ინტენსიურ კულტივირების პროცესს; მათი ტემპერატურა უნდა შემოწმდეს კონტროლირებად სათბურებში.

შემდეგ, ისინი 40 დღემდე მწიფდებიან, რათა შაქრის დონე და მჟავიანობა დაეცეს. დეკოპონის ციტრუსის 6-ცალიანი შეფუთვა 80 დოლარი ღირს.

იხილეთ სრულად

myquiz