ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში | Allnews.Ge

ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც რე­კორ­დუ­ლი ნახ­ვე­ბი და­აგ­რო­ვა. ვი­დე­ო­ში მთა­ვა­რი გმი­რი 21 წლის ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც პი­ა­ნი­ნო­ზე უკ­რავს, აკომ­პა­ნე­მენტს კი ძმა, შაკო სუ­ლა­მა­ნი­ძე, საბა ინა­ნე­იშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თუ­თაშ­ვი­ლი უწე­ვენ...

რო­გო­რია ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის გზა დიდ ძი­უ­დო­ში - გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი Ambebi.ge-ს მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს, ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბი შეკ­რე­ბა­ზე ბორ­ჯომ­ში იყო, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შო­ბენ. წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რო­მე­ლიც 6 ოქ­ტომ­ბერს უზ­ბე­კეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა...

sulamanidze-34018-1664005130.jpg

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე:

- 5 წლის ასაკ­ში მი­ვე­დი ძი­უ­დო­ზე, მა­მას უყ­ვარ­და ეს სპორ­ტი ძა­ლი­ან. მა­შინ, 2005 წელს, ძი­უ­დო­ზე ბავ­შვე­ბი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ოლიმ­პი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შეჰ­ყავ­დათ. ასე მოვ­ხვდი მე და ჩემი ძმა ძი­უ­დო­ზე და 2006 წლი­დან ტყი­ბულ­ში და­ვი­წყეთ ვარ­ჯი­ში. სპორ­ტს ბევ­რი ენერ­გია და დრო მი­აქვს, მაგ­რამ ამას ჩემ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, რომ სკო­ლა­ში კარ­გად მეს­წავ­ლა. უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ოდეს­მე მო­მი­წევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სწავ­ლა­სა და ძი­უ­დოს შო­რის, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე. ჩემი პრო­ფე­სი­აა მრეწ­ვე­ლო­ბის ინ­ჟი­ნე­რია, რა­შიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მა­თე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩემი ძლი­ე­რი მხა­რეა.

307328139-501190994747989-7220082705414382385-n-34027-1664005161.jpg

- სპორ­ტში პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა, მაგ­რამ გა­დი­ო­და წლე­ბი და შეხ­ვედ­რებს ვერ ვი­გებ­დით... 8-9 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ შე­ჯიბ­რე­ბა მო­ვი­გეთ, მა­შინ გა­მიჩ­ნდა მი­ზა­ნი, რომ ვარ­ჯი­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 16 წლამ­დე ტყი­ბულ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მე და ჩემი ძმა სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით, მა­მი­დას­თან ვცხოვ­რობ­დით, რო­მე­ლიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გვივ­ლი­და. განარგძეთ კითხვა

myquiz