სერიული მკვლელები, რომლებმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირეს | Allnews.Ge

სერიული მკვლელები, რომლებმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირეს

ათი ყველაზე სასტიკი სერიული მკლველი ისტორიაში, რომელმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა

ვანგ ქიანგი, ჩინეთი

6f732222296341b89d3afd3b92e5a33e-1-1663753334.jpg

მსხვერპლი: 45 დადასტურებული, შესაძლოა 60-ზე მეტიც. სად და როდის: ლიაონინგი 1995 წლიდან 2003 წლამდე. ის ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მკვლელად და მოძალადედ ითვლება.

ალექსანდრე პიჩუშკინი, რუსეთი

202209201648556227-1663753376.jpg

მსხვერპლი: 48 დადასტურებული, შესაძლოა 60. სად და როდის: მოსკოვი 1992 წლიდან 2006 წლამდე. ასევე ცნობილი როგორც "ჭადრაკის დაფის მკვლელი", ის იყენებდა არაყს მსხვერპლის, ძირითადად, ხანში შესული უსახლკარო მამაკაცების მოსატყუებლად.

ბევრი ვარაუდობს, რომ მას სურდა გამხდარიყო ყველაზე საშინელი მკვლელი რუსეთის ისტორიაში.

გარი რიჯვეი, აშშ

202209201650496227-1663753414.jpg

მსხვერპლი: 49 დადასტურებული, შესაძლოა 90-ზე მეტი. სად და როდის: ვაშინგტონის შტატი 1982 წლიდან 2000 წლამდე. ასევე ცნობილი როგორც "მწვანე მდინარის მკვლელი"(Green River Killer) სატვირთო მანქანის მძღოლი ნადირობდა დაუცველ ქალებზე, განსაკუთრებით სექსმუშაკებსა და სახლიდან გაქცეულებზე.

ანატოლი ონოპრიენკო, უკრაინა

202209201652096227-1663753445.jpg

მსხვერპლი: დადასტურებულია 52. სად და როდის: უკრაინა 1989 წლიდან 1996 წლამდე. ის ძარცვავდა და კლავდა, როგორც ქუჩაში, ასევე იზოლირებულ სახლებში, კლავდა ძირითადად მამაკაცებს.

ანდრეი ჩიკატილო, უკრაინა

202209201659316227-1663753472.jpg

მსხვერპლი: 53 დადასტურებული, შესაძლოა 56. სად და როდის: როსტოვის ოლქი, რუსეთი, 1978 წლიდან 1990 წლამდე.ასევე "როსტოველი მფატრავის" სახელით ცნობილი, სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა მსხვერპლთა დასახიჩრებით გაითქვა სახელი, ხშირად მათი სასქესო ორგანოებსაც ჭამდა.

იანგ სინგხაი, ჩინეთი

202209201701236227-1663753495.jpg

მსხვერპლი: დადასტურებულია 67. სად და როდის: ანჰოი, ჰებეი, ჰენანი და შანდონგი 2000-დან 2003 წლამდე. სახლებში შედიოდა და ყველა მცხოვრებს ნაჯახით, ჩაქუჩით და ნიჩბით კლავდა. მას ყოველთვის ახალი ტანსაცმელი და დიდი ფეხსაცმელი ეცვა. განაგრძეთ კითხვა

myquiz