რა ქონებას ფლობა ბრედ პიტი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობა ბრედ პიტი?

ბრედ პიტი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, რომელმაც ჰოლივუდის ინდუსტრიაში, თუ ზოგადად, კინოსამყაროში საკუთარი ნიშა ნამდვილად დაიმკვიდრა და მომავალი ათეული წლებიც სავარაუდოდ, მასზე ისაუბრებენ.

People Magazine-ის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ფლობს მრავალ ჯილდოს, მათ შორის, ოსკარს, ოქროს გლობუსსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. იგი ცნობილია თავისი გატაცებებით. სამსახიობო კარიერის გარდა ბრედ პიტი წლების განმავლობაში სერიოზულად არის დაინტერესებული შიდა ინტერიერის დიზაინით და ალბათ, სწორედ ამანაც განაპირობა მისი უზარმაზარი უძრავი ქონების პორტფოლიოს განსაკუთრებულობა.

წლების განმავლობაში მან შეიძინა სასახლეები ლოს-ანჯელესში, სამხრეთ საფრანგეთსა და ნიუ ორლეანში, რომელთაგან ბევრს ჯერ კიდევ ფლობს. მოდით გადავხედოთ ვარსკვლავის 100 მილიონი დოლარის უძრავი ქონების პორტფელს.

dfsgetu-1663330486-1663487876.jpg

კარმელი, კალიფორნია

Wall Street Journal-ის თანახმად, მისი 40 მილიონ დოლარიანი შესყიდვა ბაზრის ფარგლებს გარეთ, კალიფორნიის პლაჟის ამ ძვირფას მონაკვეთზე, არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება რეგიონის ისტორიაში. იგი აშენდა 1918 წელს და ცნობილია, როგორც D.L. ჯეიმს ჰაუსი.

fvszejr5aezrj-1663330578-1663487901.jpg

რეზიდენცია, რომელიც დააპროექტა სახელგანთქმულმა არქიტექტურულმა ჯგუფმა Greene and Greene, შექმნილია ადგილობრივად მოპოვებული გრანიტისა და ქვიშაქვისგან. ნაწილობრივ ის კლდეშია გამოკვეთილი. მას აქვს ხმელთაშუა სტილის სახურავი და თაღიანი ფანჯრები. განაგრძეთ კითხვა