რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება | Allnews.Ge

რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II 8 სექ­ტემ­ბერს 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლონ­დონს მი­ლი­არ­დო­ბით ფუნ­ტის გა­დახ­და მო­უ­წევს ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის­თვის, რო­მე­ლიც დაკ­რძალ­ვას­თან, ეროვ­ნულ გლო­ვას­თან და ჩარლზ III-ის გა­მე­ფე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ბევ­რი ნივ­თის ჩა­ნაც­ვლე­ბა ელი­სა­ბე­დის სიმ­ბო­ლო­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, ბანკნო­ტე­ბი­სა და მო­ნე­ტე­ბის.

რა დაჯ­დე­ბა დაკ­რძალ­ვა

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II შოტ­ლან­დი­ის ბალ­მო­რა­ლის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შუ­ა­დღით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ექი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მას დი­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი არ სა­ხელ­დე­ბა.

elisabedi-1663258719.jpg

ტე­ლე­არ­ხმა Sky News-ი, ექ­სპერ­ტე­ბის უახ­ლეს შე­ფა­სე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, დე­დოფ­ლის გლო­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, დაკ­რძალ­ვი­სა და პრო­ტო­კო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის პირ­და­პი­რი ხარ­ჯე­ბი შე­ა­ფა­სა და ეს რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­მო­ვი­და. ჩარლ მე­სა­მის შემ­დგო­მი კო­რო­ნა­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ამ­დე­ნი თან­ხა კი­დევ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვის დრო­ზე, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, უფრო მე­ტიც, The Insider-მა ის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვე­ბის ათე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

elisabed111111111-44507-1663258761.jpg

მაგ­რამ 12 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი შე­იძ­ლე­ბა არც ისე მა­ღა­ლი რი­ცხვი ყო­ფი­ლი­ყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­დახ­დაც ქვე­ყა­ნას ელი­სა­ბედ II-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სიმ­ბო­ლოს შე­საც­ვლე­ლად მო­უ­წევს:

სა­უ­ბა­რია ე.წ. სა­მე­ფო შიფრ­ზე - მმარ­თვე­ლი მო­ნარ­ქის ასო მო­ნოგ­რა­მა­ზე. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან გვხვდე­ბა: თა­ნამ­შრო­მელ­თა ფორ­მა­ზე, ტრა­დი­ცი­ულ პო­ლი­ცი­ის ჩა­ფხუ­ტებ­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ჯი­ხუ­რებ­ზე, სა­ფოს­ტო ყუ­თებ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­თა პას­პორ­ტებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნი­შან­ზე. შიფ­რი ორი ასოს­გან შედ­გე­ბა - მო­ნარ­ქის სა­ხე­ლი­სა და სქე­სის გან­მარ­ტე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის შიფ­რია ER (ელი­სა­ბედ რე­გი­ნა). ის უნდა შე­იც­ვა­ლოს CR-ზე (ჩარლზ რექ­სი). განაგრძეთ კითხვა