რა იყო ელისაბედ II-ის დღეგრძელობის საიდუმლო? - კვების წესები, რომლებსაც დედოფალი მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდა | Allnews.Ge

რა იყო ელისაბედ II-ის დღეგრძელობის საიდუმლო? - კვების წესები, რომლებსაც დედოფალი მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდა

ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის ყველაზე ხანდაზმული მონარქი იყო დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. წინა რეკორდი დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა, რომელიც ელისაბედ II 2007 წლის 29 დეკემბერს მოხსნა, როდესაც მას 81 წელი 7 თვე და 29 დღე შეუსრულდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, გენეტოლოგი სარა ჰარპერის მტკიცებით, ხანდაზმულობის ალბათობა, თაობიდან თაობამდე, იზრდება და საშუალოდ, 7-10 წელს შეადგენს (ელისაბედ II დედა, დედა დედოფალი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბაბუა და ბებია — 85 და 89 წლის ასაკში).

მაგრამ, მეცნიერის მოსაზრებას არ იზიარებს სამეფო კარის ყოფილი მზარეული დარენ მაკგრეიდი. მისი აზრით, ბრიტანეთის დედოფლის ხანდაზმულობის, კარგი ჯანმრთელობის და აქტიური ცხოვრების მიზეზი, კვების რეჟიმი იყო, რომელსაც დედოფალი არასდროს არღვევდა. ხოლო, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისი უდიდებულესობა ყოველ დღე 2 ჭიქა სპირტიან სასმელს გეახლებოდათ. დღეს კი, შამპანურით ასრულებდა.

1534349590802-1663232739.jpeg

დედოფლის კვების რეჟიმი და რაციონი კი ასეთი იყო:

საუზმე

ელისაბედ II დღეს Earl Grey (რძის და შაქრის გარეშე) სახეობის ჩაით და ბისკვიტით იწყებდა. მოგვიანებით, ჰერკულესს მიირთმევდა, რძით და ხილით.

დროდადრო ამ საუზმის ჩანაცვლება ომლეტით და შემწვარი ორაგულის ნაჭრით ხდებოდა (მზარეულს დედოფალთან, კვირის დღეების მიხედვით გაწერილი, შეთანხმებული გრაფიკი ჰქონდა).

სადილი

სადილის წინ, დედოფალი 1 ჭიქა ჯინს სვამდა, ლიმონით და დიდი რაოდენობის ყინულით.

მის უდიდებულესობა სადილზე ქათამს მიირთმევდა, სალათთან ერთად ან თევზს, ბოსტნეულით. ხოლო, მისი ყველაზე საყვარელი კერძი — გრილზე მომზადებული ხორცი იყო, ისპანახით ან ყაბაყით.

queen-diet-breakfast-1574071900-1663233049.jpg

სამხარი

დედოფალი არასდროს ტოვებდა სამხარს, რომელზეც ჩაის მიირთმევდა სენდვიჩით, ფუნთუშით ან ტორტის ნაჭრით.

სენდვიჩთან ერთად, ჩვეულებრივ, სუფრაზე შებოლილი ორაგული, კვერცხი და კიტრი იყო. სამხრის მენიუს აუცილებელი შემადგენელი ელემენტი კი, გახუხული პური იყო, ჟოლოს ჯემით.

ვახშამი

დედოფლის ვახშამი მეტად მრავალფეროვანი იყო. სხვადასხვა დღეს, სუფრაზე შეიძლება, ქათმის, ხბოს, ცხვრის ან საქონლის ხორცის კერძი ყოფილიყო და აუცილებლად, ჭიქა ვისკი ან მშრალი მარტინი.

დესერტი

დაძინებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის დედოფალი მარწყვს ან ატამს მიირთმევდა და ხილს, 1 ბოკალ შამპანურს აყოლებდა.

წყარო

myquiz