NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე - როგორ ცხოვრობს ლებ­რონ ჯე­იმ­ზი? | Allnews.Ge

NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე - როგორ ცხოვრობს ლებ­რონ ჯე­იმ­ზი?

ამე­რი­კე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ლებ­რონ ჯე­იმ­ზი ფა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნა­ხონ, რო­გო­რია, ცხოვ­რე­ბა მე­ფე­სა­ვით. "ლე­ი­კერ­სის" ვარ­სკვლავ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, სა­ვა­ნა ჯე­იმზმა ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­სახ­ლის კარი Vanity Fair-ის­თვის გა­ა­ღეს. კა­ლათ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხუ­რი პორ­ტრე­ტი პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ტაბ­ლო­იდ­ში და­ი­ბეჭ­და. ფო­ტო­ებ­ში ლებ­რო­ნი მე­უღ­ლე­სა და 3 შვილ­თან ერ­თად პო­ზი­რებს. კა­ლათ­ბურ­თელს 2 ვაჟი - 17 წლის ბრო­ნი და 15 წლის ბრა­ი­სი და ერთი 7 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - ჟური ჰყავს.

0x0-61576-1663219236.jpg

რო­გორც ტაბ­ლო­ი­დი წერს, ჯე­იმ­ზე­ბის ოჯახს კა­ლათ­ბურ­თის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს. ლებ­რონ ჯე­იმ­ზის უფ­რო­სი ვაჟი, ბრო­ნი, რო­მე­ლიც წელს 18 წლის ხდე­ბა, თა­ვი­სი სკო­ლის სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდში მცვე­ლია და მას ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. "მის­თვის ახლა ის დროა, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყოს“,- ამ­ბობს სა­ვა­ნა. ბრო­ნის უმ­ცროს ძმა­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა მისი მშობ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ლათ­ბურ­თის მო­თა­მა­შეა.

2-60142-1663219260.jpg

ლებ­რონ ჯე­იმზმა, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­ცე სე­ზო­ნია NBA-ში თა­მა­შობს, გა­ამ­ხი­ლა, რომ სურს თა­ვის უფ­როს ვაჟ­თან ერ­თად ითა­მა­შოს. წინა თვეს მი­ცე­მულ ინ­ტრვი­უ­ში კი, ლებ­რონ­მა ისიც არ გა­მო­რი­ცხა, რომ მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, ორი­ვე ვაჟ­თან ერ­თად ითა­მა­შოს საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტი.

1-60233-1663219283.jpg

"ვინ­მე იფიქ­რებს, რომ როცა ლებ­რო­ნი მა­მა­შე­ნია, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა ეს, არა­და, ისე არ არის, რომ ჩვენ ვა­ი­ძუ­ლეთ ან რა­მე­ნა­ი­რად ვუ­ბიძ­გეთ, რომ ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და“ ,- ამ­ბობს სა­ვა­ნა შვი­ლებ­ზე.

იხილეთ სრულად