„ბრიტანეთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ელისაბედის დროს იყო“ - რა ელის გაერთიანებულ სამეფოს დედოფალ ელისაბედის გარეშე? | Allnews.Ge

„ბრიტანეთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ელისაბედის დროს იყო“ - რა ელის გაერთიანებულ სამეფოს დედოფალ ელისაბედის გარეშე?

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო.

ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო, რომლებიც ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრები არიან.

25736192-0-image-a-31-1583762454868-1663058522.jpg

„ბრიტანეთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ელისაბედის დროს იყო“

ეს ის აქტუალური თემაა, რომელსაც არამხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ მთელ მსოფლიოში განიხილავენ. ათწლეულების განმავლობაში დედოფალი სტაბილურობისა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ახლა კი, როდესაც ის გარდაცვალა შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობის ბედი სრულიად შეიცვალოს.

საინტერესოა ვნახოთ, თუ როგორი იქნება ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ მეორეს გარეშე.

ცვლილებები ქვეყნის შიგნით

როდესაც გაერთიანებული სამეფოს მონარქი იღუპება მისი უფროსი ვაჟი ხდება ახალი მეფე.

მონარქის სიკვდილის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ელისაბედის გამოსახულებით ფულის გამოშვება წყდება. ახალ კუპიურებზე კი, ახალ მონარქს გამოსახავენ. დროთა განმავლობაში კუპიურები ელისაბედის გამოსახულებით თანდათან გაქრება. იგივე მოხდება საფოსტო მარკებზეც.

2012-0524-scottishnote-large-1663057890.jpg

შეიცვლება გაერთიანებული სამეფოს პასპორტიც. პასპორტში მოხსენიებული სიტყვები „დედოფალი“ და „მისი უდიდებულესობა“ (her majesty) შეიცვლება სიტყვებით- „მეფე“ და „მისი უდიდებულესობა“ (his majesty). ცვლილება შეეხება გაერთიანებულ სამეფოში ახლად გამოშვებულ პასპორტებს.

1662796332-passport-2-780x470-1663058006.jpg

შეიცვლება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნიც. ტექსტი „ღმერთო დაიფარე დედოფალი“ შეიცვლება ტექსტით- „ღმერთო დაიფარე მეფე“.

image-1663058061.png

საერთაშორისო პოლიტიკა

ამას გარდა დიდი ალბათობით, ცვლილებები მოხდება საერთაშორისო პოლიტიკაშიც. მოგეხსენებათ, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა ელისაბედი 70 წლის მანძილზე კიდევ 14 ქვეყნის მონარქი იყო. მას შემდეგ, რაც ელისაბედის გარდაცვალების გამო დაწესებული 10-დღიანი გლოვა დასრულდება, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა უარი თქვას სახელმწიფოს ოფიციალურ მმართველად ბრიტანეთის მეფის აღიარებაზე.

2022-09-09-commonwealth-realms-map-countries-with-king-charles-iii-1663058139.png

რუკა: ლურჯი ფერი- თანამეგობრობის წევრები დღეს

ცისფერი ფერი- თანამეგობრობის ყოფილი წევრები

მედიის ინფორმაციით, ასეთ ქვეყნებს შორის შესაძლოა იყოს იამაიკა და პაპუა-ახალი გვინეა.

70 წლის წინ, ელისაბედის მონარქად დასახელების დროს სრულიად სხვა რეალობა იყო, დღეს კი ზოგიერთი მათგანი ვეღარ ხედავს იმის საჭიროებას, თუ რატომ უნდა იყოს ბრიტანეთის მონარქი მათი ოფიციალური ლიდერი.

უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ელისაბედი ლეგენდარული მონარქი იყო. მან გამოიარა ომები, საბჭოთა კავშირის დაშლა, ტექნოლოგიური პროგრესი... რა დროსაც მსოფლიო იცვლებოდა, თუმცა უცვლელი იყო დედოფალი- ელისაბედ მეორე. ახლა კი მისი სიკვდილი ძალიან ბევრ რამეს ცვლის ფუნტი სტერლინგიდან დაწყებული გლობალურ პოლიტიკამდე.

queen-elizabeth-ii-marks-70-years-on-the-throne-1663058310.1644010770030.jpeg

myquiz