"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა" - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე? | Allnews.Ge

"ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, მრავალი წელი მენატრებოდა" - რას ამბობს დიეგო მარადონა ჯუნიორი ლეგენდარულ მამასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლის შემ­დეგ უამ­რა­ვი იტა­ლი­ე­ლი და არა მხო­ლოდ იტა­ლი­ე­ლი ფანი შე­ი­ძი­ნა. მის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის არის ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას შვი­ლი დი­ე­გო მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი, რო­მე­ლიც ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და და "ნა­პო­ლის“ გუნ­დის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

მა­რა­დო­ნას შვი­ლი, ინ­სტაგ­რა­მის სთო­რებ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს კვარ­ცხე­ლი­ას გო­ლე­ბის ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც მინ­დორ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. "ნა­პო­ლი­ში" ხვი­ჩას გა­დას­ვლა თა­ვის დრო­ზე ასე შე­ა­ფა­სა:

"გუ­შინ სა­ღა­მოს მისი რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ვნა­ხე და ის უდა­ვოდ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო დარ­ტყმე­ბი აქვს. ვფიქ­რობ, "ნა­პო­ლი­ში" სა­თა­მა­შოდ ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო. რად­გან "ნა­პო­ლის" სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე შე­ა­ჩე­რა და გუნდში სწო­რედ ის აიყ­ვა­ნა, ე.ი. კვა­რა­ცხე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია", - თქვა ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ვაჟ­მა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხვი­ჩას შე­ძე­ნით "ნა­პო­ლიმ" გუნ­დი­დან წა­სუ­ლი ლო­რენ­ცო ინ­სი­ნი­ეს ჩა­ნაც­ვლე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უკვე ხუმ­რო­ბენ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ ინ­სი­ნიე კი არა, ლა­მის მა­რა­დო­ნა შეც­ვა­ლაო...

1660720612-screenshot-5-44639-1662994802.jpg

"ჩემი აზ­რით, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ კვა­რა ძლი­ე­რია და გუნდში სხვა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­ტა­ნა: ერთი-ერ­თზე თა­მა­ში, რაც გვაკ­ლდა. ლო­რენ­ცო უფრო გუნ­დუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, კვა­რა კი უფრო სო­ლის­ტია და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რია“ - ამ­ბობს მა­რა­დო­ნა ჯუ­ნი­ო­რი.

277957201-5242351759118682-5997242522159489509-n-43791-1662994822.jpg

მას მოს­წონს ხვი­ჩას მა­მა­მის­თან შე­და­რე­ბაც და ისიც, რომ ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს "კვა­რა­დო­ნას" ეძა­ხი­ან.

ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 60 წლის ასაკ­ში 2020 წლის 25 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მან 58 წლის ასაკ­ში აღი­ა­რა, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლე­ბის­გან 8 შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ მხო­ლოდ ორი გო­გო­ნა ჰყავ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­უღ­ლის­გან.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნა არას­დროს აღი­ა­რებ­და არა­კა­ნო­ნი­ერ შვილს, რო­მე­ლიც 1986 წელს ნე­ა­პო­ლე­ლი კრის­ტი­ნა სი­ნაგ­რას­გან შე­ე­ძი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­მო­ბის დად­გე­ნის პრო­ცეს­ში დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და, რის შემ­დე­გაც იტა­ლი­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ ბავ­შვს მა­მის გვა­რის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. გარ­და ამი­სა, მა­რა­დო­ნას ყო­ველ­თვი­უ­რად და­ე­კის­რა ალი­მენ­ტის გა­დახ­და. განაგრძეთ კითხვა