„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს ასახელებს- "რისკზე უნდა წავსულიყავით"
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს ასახელებს. ამის შესახებ მან Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა.
„კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს – გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ – 4,5 მილიონი. რისკზე უნდა წავსულიყავით. კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი მდგრად გზაზე უნდა დაგვებრუნებინა. ამისათვის სახელფასო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ გამოიყურებოდა ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაში? - ცნობილი ფეხბურთელის აქამდე უცნობი ფოტოები