"რომ მცოდ­ნო­და, რისი გავ­ლა მოგ­ვი­წევ­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვივ­ლი­დით ამ ჯო­ჯო­ხეთს"- ურთულესი მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად? | Allnews.Ge

"რომ მცოდ­ნო­და, რისი გავ­ლა მოგ­ვი­წევ­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვივ­ლი­დით ამ ჯო­ჯო­ხეთს"- ურთულესი მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?

“მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვიც­ვა­ლეთ სამ­სა­ხუ­რი. ზოგი და­ი­ხუ­რა, ზოგ­მა ხელ­ფა­სი დაგ­ვაკ­ლო... ორი შვი­ლი გვყავს და სულ ვამ­ბობ­დით, რომ მათ ერ­თად გავზრდი­დით, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით... მე­უღ­ლეს ხე­ლო­ბა ეხერ­ხე­ბა და რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ის­რა­ელ­ში წას­ვლის შან­სი, არ წა­ვი­და, იქ­ნებ ერ­თად წას­ვლა შევ­ძლო­თო... ამე­რი­კა­ში წას­ვლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის ბოლო შან­სი იყო. მისი კლა­სე­ლი წა­ვი­და, იწ­ვა­ლა, იტან­ჯა, ცი­ხე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ბო­ლოს მო­ე­წყო და ამო­ი­სუნ­თქა. ეს ჩვენ­თვის ბოლო წვე­თი გახ­და, ე.წ. წამ­ყვა­ნი ვი­პო­ვეთ და გეგ­მე­ბის და­წყო­ბას შე­ვუ­დე­ქით...” - ამ­ბობს “გზას­თან” სა­უ­ბარ­ში 42 წლის ლელა ჩარ­თო­ლანი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან, მე­უღ­ლე­სა და მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და.

- იმ დღი­დან, რო­გორც კი წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვკი­თხუ­ლობ­დით. ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა; ხან ხელს ჩა­ვიქ­ნევ­დით, იქ­ნებ არც ღირს წას­ვლაო, მაგ­რამ შემ­დეგ, დღე­ე­ბი, კვი­რე­ბი ისე გა­დი­ო­და, ვე­რა­ფერს ვცვლი­დით და ვხვდე­ბო­დით, რომ უნდა გვებ­რძო­ლა... ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­და. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­რის­კო იყო. დაგ­ვაკ­ვა­ლი­ა­ნებ­დნენ, ად­გი­ლამ­დე მიგ­ვიყ­ვან­დნენ, მაგ­რამ შემ­დეგ, იმის გამო, რომ ამე­რი­კა-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა სწრა­ფად იც­ვლე­ბა, ვე­რა­ვინ ვე­რაფ­რის გა­რან­ტი­ას ვერ მოგ­ვცემ­და.

გვიხ­სნიდ­ნენ, რომ აშშ-ის სა­ზღვრამ­დე გზა რთუ­ლია, ძვი­რი და ზოგ­ჯერ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მით უფრო, თუ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით მი­დი­ხარ და ეს მარ­თა­ლიც აღ­მოჩ­ნდა. ჯერ ამ უმ­ძი­მე­სი გზის და­სა­წყის­ში ვართ და უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, დე­ტა­ლუ­რად რომ მცოდ­ნო­და, რისი გავ­ლა მოგ­ვი­წევ­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვივ­ლი­დით ამ ჯო­ჯო­ხეთს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად სა­რის­კოა აქ მოხ­ვედ­რა და თით­ქოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მზად ვი­ყა­ვით, მო­ნა­ყოლ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ათ­ჯერ მძი­მე დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ... გვი­თხრეს, რომ სულ ორი გზა არ­სე­ბობ­და - მექ­სი­კა­ში ჩას­ვლით, რომ­ლის ვიზა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად კეთ­დე­ბა და პო­ლო­ნე­თის სა­მუ­შაო, D კა­ტე­გო­რი­ის ვიზა.

11-1662701019.png

ჩვენ მექ­სი­კის გზა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად გვარ­დე­ბო­და. დიდი და­ვი­და­რა­ბით ვი­შო­ვეთ 15 ათა­სი დო­ლა­რი... მერე ვი­ზის­თვის ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი შე­ვავ­სეთ, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში, მექ­სი­კის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით გა­სა­უბ­რე­ბის­თვის და მერე იქი­დან ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვით მექ­სი­კა­ში. თურ­ქეთ­ში, მექ­სი­კის სა­ელ­ჩო­ში საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რად გვე­პყრო­ბოდ­ნენ - სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­მავ­ლებს არ ჰგავ­ხარ­თო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ უთხრა, რომ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და... არ და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს: თუ ასეა, იქ რა­ტომ მი­დი­ხართ, თურ­ქეთ­ში რა­ტომ არ რჩე­ბით, ბევ­რად უკე­თე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მაა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქ გად­მო­დი­სო...

მერე მა­ინც გაგ­ვიშ­ვეს. ჩვენს გა­დამ­ყვანს შემ­ზა­დე­ბუ­ლი ვყავ­დით - მთე­ლი ამ­ბა­ვი ახლა იწყე­ბაო და ასეც აღ­მოჩ­ნდა: მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვრამ­დე, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით, რომ­ლე­ბიც ამ­დენ­დღი­ა­ნი წან­წა­ლის­გან ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ. ბო­შებს ვგავ­დით, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ისი­ნი მგზავ­რო­ბას შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. ჩემი შვი­ლე­ბი ყვე­ლა სკამ­ზე იძი­ნებ­დნენ, კე­დელს მი­ე­ყუ­დე­ბოდ­ნენ და მა­შინ­ვე ეძი­ნე­ბო­დათ, ჩან­თებ­ზე დას­ხდე­ბოდ­ნენ და თვლემ­დნენ. სახ­ლში მინ­და, მე­ძი­ნე­ბა, საჭ­მე­ლი მინ­და, ჩემს ლო­გინ­ში მინ­და - ეს ის ფრა­ზე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით გვეს­მო­და. იმე­დია, გა­ა­მარ­თლებს რის­თვი­საც მივ­დი­ვართ, - მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ქმა­რი. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს, - ვპა­სუ­ხობ­დი რო­ბო­ტი­ვით და ია­ტაკ­ზე გაშ­ლილ “ადე­ა­ლებ­ზე” ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის და­ნახ­ვი­სას ცრემ­ლებს ვყლა­პავ­დი. მექ­სი­კის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ კან­კუ­ნამ­დე ჩა­ვე­დით, იქი­დან კი შიდა ფრე­ნით სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ ტი­ხუ­ა­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. ეს მარ­შრუ­ტი ჩვე­ნი “გა­დამ­ყვა­ნის” მიერ იყო შედ­გე­ნი­ლი.

oo-1662701155.png

- გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, არა?

- დიახ, 10-15 ათას დო­ლარს ითხო­ვენ, ზო­გიც - 20-ს... მაგ­რამ იმის გა­რან­ტი­ას, რომ ამე­რი­კა­ში მშვი­დად ჩახ­ვალ, არა­ვინ გაძ­ლევს. ის გაკ­ვა­ლი­ა­ნებს და სა­ზღვრამ­დე, კედ­ლამ­დე მიჰ­ყავ­ხარ. თუ გაგ­ვი­მარ­თლებ­და და მე­სა­ზღვრე­ე­ბი არ დაგ­ვხვდე­ბოდ­ნენ, მშვი­დად გა­და­ვი­დო­დით. თუმ­ცა მა­ნამ­დე, სას­ტუმ­რო, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, პო­ლი­ცი­ის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი და სხვა დე­ტა­ლე­ბი აგ­ვა­რი­და. ხში­რად გვი­მე­ო­რებ­და: ბავ­შვე­ბი შე­ამ­ზა­დე­თო, ოღონდ ვერ ვხვდე­ბი, ეს რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. 5 და 7 წლის გოგო-ბი­ჭის­თვის რო­გორ ამეხ­სნა, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თუ გაგ­ვა­ჩე­რებ­დნენ, არ ეტი­რათ ან ის­ტე­რი­კა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ. გაგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz