Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა - სავარაუდოდ, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ცნობილი მოჭადრაკე? | Allnews.Ge

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა - სავარაუდოდ, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ცნობილი მოჭადრაკე?

Netflix-სა და ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კეს, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. რა პი­რო­ბებ­ზე მო­რიგ­დნენ მხა­რე­ე­ბი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ წერს გა­მო­ცე­მა variety.com

"მხა­რე­ე­ბი მო­ხა­რულ­ნი არი­ან, რომ ეს სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე რუ­ფუს-ისა­აკს­მა, რო­მე­ლიც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

81 წლის დი­დოს­ტა­ტი მი­იჩ­ნევ­და, რომ Netflix-მა ცნო­ბილ სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გა­ბი­ტში" მისი სა­ხე­ლი სექ­სის­ტურ, და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. მო­ჭად­რა­კე კომ­პა­ნი­ას ბრალს ცი­ლის­წა­მე­ბა­შიც სდებ­და.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მიღ­წე­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო, რო­დე­საც Netflix-ის სე­რი­ალ­ში გა­ის­მა სი­ტყვე­ბი, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი "არას­დროს შეხ­ვედ­რია მა­მა­კაც მო­ჭად­რა­კე­ებს“.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, 1968 წლის­თვის, მას 59 მა­მა­კაც მო­ჭად­რა­კეს­თან წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­და გა­მარ­თუ­ლი თა­მა­ში. Netflix-ი თა­ვი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს და აპე­ლი­რებ­და იმით, რომ სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი გა­მო­გო­ნი­ლი იყო.

nona-4-scaled-1662535332.jpg

თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტი გა­ა­ქარ­წყლა და და­ად­გი­ნა, რომ გა­მო­გო­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი არ არის იმუ­ნი­ტე­ტი სარ­ჩე­ლი­სა­გან, თუ ისი­ნი არ­ღვე­ვენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" სი­უ­ჟეტს, იგი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ბეთ ჰარ­მონს, გა­მო­გო­ნილ ამე­რი­კელს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა ჭად­რაკ­ში. ფი­ნა­ლურ ეპი­ზოდ­ში ჰარ­მო­ნი მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ტურ­ნირ­ზე მა­მა­კაც კონ­კუ­რენტს ამარ­ცხებს. დიქ­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ ოპო­ნენ­ტმა იგი ვერ შე­ა­ფა­სა.

”ერ­თა­დერ­თი უჩ­ვე­უ­ლო რამ მას­ში, მარ­თლაც, მისი სქე­სია. და ეს არ არის უნი­კა­ლუ­რი რუ­სეთ­ში. არის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ის ქალი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია და არას­დროს შეხ­ვედ­რია მა­მა­კა­ცებს." - ნათ­ქვა­მია სე­რი­ალ­ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს, ასე­ვე ფილ­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის ამოჭ­რას მო­ი­თხოვ­და.

myquiz