წყვილმა რემონტის დროს იატაკის ქვეშ ოქროთი სავსე ყუთი იპოვა | Allnews.Ge

წყვილმა რემონტის დროს იატაკის ქვეშ ოქროთი სავსე ყუთი იპოვა

ოჯახი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სახლში, რომლის ქვეშაც საგანძური იყო დამარხული, ამის შესახებ კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ჩრდილოეთ იორკშირში, სოფელ ელერბიში, მე-18 საუკუნის ძველისძველ შენობაში მცხოვრებნი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი სამზარეულო ოქროს ნამდვილი საბადო იყო. Daily Mail-ის ცნობით, მობინადრეებმა სამზარეულოს რემონტის დროს იატაკის საფარი აყარეს და მის ქვეშ სამალავს წააწყდნენ, თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს ელექტრო კაბელების საცავი იყო.

თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იატაკის ქვეშ აღმოჩნდა ჭურჭელი, რომელიც სავსე იყო ძველი ოქროს მონეტებით. დეტალური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლითონის ჭურჭელში 264 მონეტა იდო 1610-1727 წლებით დათარიღებული.ექსპერტიზისთვის სახლის მეპატრონეებმა აუქციონის სახლს Spink & Son-ს მიმართეს ლონდონში. აღმოჩნდა, რომ საგანძურის ღირებულება დაახლოებით 250 ათასი ფუნტია.

sofeli-1662526905.jpg

ექსპერტების აზრით, ეს არის სიმდიდრის მცირე ნაწილი, რომელიც გავლენიანი ოჯახის ფერნლი- მაისტერის კუთვნილებაა. ოჯახი ფლობდა რკინის მადნის, ხე-ტყისა და ნახშირის ბიზნესს. ამ გვარის წარმომადგენლებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრებიც კი. მონეტები დაგროვდა ჯოზეფ ფერნლისა და მისი მეუღლის სარა მეისტერის სიცოცხლეში. მამაკაცი 1725 წელს, ხოლო მისი ქვრივ 1745 წელს გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა

myquiz