ხევსურეთზე შეყვარებული გერმანელი ცოლ-ქმრის მისტიური ამბავი | Allnews.Ge

ხევსურეთზე შეყვარებული გერმანელი ცოლ-ქმრის მისტიური ამბავი

ხევ­სუ­რეთ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ალფ­რედ და ელ­პი­დე/ელფ­რი­დე კუ­რე­ლას შე­სა­ხებ კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. 1957 წელს ხევ­სუ­რეთ­ში ელ­პი­დე კუ­რე­ლას ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას მი­უ­ძღვნა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მო­თხრო­ბა "სიკ­ვდი­ლი მთებ­ში". ვი­ნა­ი­დან გერ­მა­ნელ ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნე­თის­თვის პი­რო­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლი­მე მთებ­ში თუ და­ი­ღუ­პე­ბო­და, იქვე და­ეკ­რძა­ლათ, ასეც აას­რუ­ლეს... დღეს ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ ელ­პი­დე კუ­რე­ლას საფ­ლა­ვი თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ამის შე­სა­ხებ მწე­რა­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი ამი­რან არა­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"რომ არა არ­ხო­ტე­ლე­ბის მონ­დო­მე­ბა და მო­წა­დი­ნე­ბა, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და ელ­პი­დე კუ­რე­ლას საფ­ლა­ვის პოვ­ნა... არ­ხო­ტი­დან უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ირაკ­ლი ნა­რო­ზა­ულ­მა, შიო ოჩი­ა­ურ­მა და გუ­რამ ნა­რო­ზა­ულ­მა გა­მოგ­ვა­ცი­ლეს. მათი წყა­ლო­ბით ად­ვი­ლად მი­ვა­გე­ნით ტი­რი­ფის კო­რო­მით დაჩ­რდი­ლულ მყუდ­რო ად­გილს, სა­დაც 1957 წლის ზა­ფხულ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ექი­მის, მწე­რალ ალფ­რედ კუ­რე­ლას ცო­ლის - ელ­პი­დე კუ­რე­ლას ნეშ­ტი გა­ნის­ვე­ნებს...

305175965-859105041724100-6231605162789268992-n-69744-1662526682.jpg

სა­მოც­და­ხუ­თი წე­ლია უმო­წყა­ლოდ აწ­ვიმს და ათოვს, ქუხს და ელვა ანა­თებს მარ­მა­რი­ლოს შე­ლა­ხულ, მტვერ­ჩამ­კვდარ ფი­ლას, რო­მელ­ზე­დაც ლა­პი­და­რუ­ლი, მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი წარ­წე­რაა ამოკ­ვე­თი­ლი.

რო­გორც ჩანს, ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე და­გო­რე­ბუ­ლი ლოდი და­ე­ცა მე­მო­რი­ა­ლურ და­ფას. და­ე­ცა და ოთხ თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად გა­ტე­ხა. ორე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ამ ორ­მო­ცი წლის წინ გად­მო­ვი­წე­რე, ძნე­ლად იკი­თხე­ბა. მა­შინ ეთერ თა­თა­რა­ი­ძეს­თან და ლელა არა­ბულ­თან ერ­თად მეც პირ­ვე­ლად ვი­მოგ­ზა­უ­რე არ­ხო­ტის მო­ხა­ვერ­დე­ბულ ხე­ო­ბა­ში...

კუ­რე­ლე­ბის ოჯახ­მა და მათ­მა ახალ­გაზ­რდა გამ­ყოლ­მა აკი­ათ გიგ­ლამ (გიგ­ლა არა­ბულ­მა) ცირცლო­ვან, არ­ხო­ტის მჩქე­ფა­რე წყლის ნა­პი­რას, სა­მოგ­ზა­უ­რო კარ­ვებ­ში გა­ა­თი­ეს ღამე. დი­ლით, სა­უზ­მის მერე, დაღ­მართს და­უყვნენ. სწო­რედ ამ დროს დატ­რი­ალ­და ენი­თუთ­ქმე­ლი უბე­დუ­რე­ბა: ელ­პი­დე ცხენ­ზე იჯდა (ბა­ჭყი­ათ შავ ცხენს "ალი" ერ­ქვა). მო­უ­ლოდ­ნე­ლად წი­თე­ლი კომ­ბი­ნი­ზო­ნის და­ნახ­ვა­ზე დაფრ­თხა და ოღ­რო­ჩოღ­რო­ზე პირ­თავ­ქვე და­ეშ­ვა. ელ­პი­დეს ცალი ფეხი უზან­გში ჩარ­ჩა და ცხე­ნის სა­და­ვის მარ­თვის უნა­რი და­კარ­გა. მისი კეფა და მკერ­დი ბი­ლი­კის ჩას­წვრივ მი­მო­ფან­ტულ ბასრ ლო­დებს ეხეთ­ქე­ბო­და. და­ფე­თე­ბუ­ლი ცხე­ნი მა­შინ-ღა გა­ჩერ­და, მხედ­რის მოშ­ვე­ბუ­ლი სხე­უ­ლის სიმ­ძი­მე რომ იგ­რძნო. და ეს ყო­ვე­ლი­ვე წა­მებ­ში სამი ადა­მი­ა­ნის - ალფ­რედ კუ­რე­ლას, სტე­ფა­ნე კუ­რე­ლა­სა და გიგ­ლა არა­ბუ­ლის - თვალ­წინ ხდე­ბო­და...

305449216-1495277644315851-5823039775383627171-n-62504-1662526718.jpg

გიგ­ლა მე­ო­რე ცხენს მო­ახ­ტა და არ­ხო­ტის­კენ გა­ქუს­ლა (მან­ძი­ლი ცირცლო­ვა­ნის იმ სა­ბე­დის­წე­რო მო­ნაკ­ვეთ­სა და ახი­ე­ლას შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით სამი კი­ლო­მეტ­რია). სოფ­ლის ვიწ­რო შარა აა­თა­ვა და გარ­სია ოჩი­ა­უ­რის სახ­ლის წინ­კარ­ში შე­აგ­დო. აღელ­ვე­ბულ­მა გიგ­ლამ დამ­ხვდურთ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რაც მოხ­და...

ახი­ე­ლა­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ჩას­ვე­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ალფ­რედ­მა თა­ვა­ზი­ა­ნი უარი უთხრა სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხევ­სუ­რებს: მომ­დევ­ნო დღეს ათენ­გე­ნო­ბა თენ­დე­ბო­და და არ უნ­დო­და დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნა მე­დღე­ო­ბე­თათ­ვის... გარ­და ამი­სა, მე­უღ­ლე­ებს ერ­თმა­ნე­თის­თვის პი­რო­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი: თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი მთა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­ი­ღუ­პე­ბო­და, იქვე დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო. განაგრძეთ კითხვა