ვინ არიან 2022 წლის ყველაზე მდიდარი TikTok ინფლუენსერები? | Allnews.Ge

ვინ არიან 2022 წლის ყველაზე მდიდარი TikTok ინფლუენსერები?

მას შემდეგ, რაც მსოფლიო სულ უფრო ციფრული გახდა და სოციალურმა მედიამ ახალგაზრდების ყოველდღიურობაში თამამად შეაბიჯა, სფერო იღბლიანმა ინფლუენსერებმა მილიონების გამომუშავების წყაროდ აქციეს. ამ მხრივ TikTok არის განსაკუთრებით წარმატებული სოციალური მედიის პლატფორმა, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა დიდებისა და სიმდიდრისკენ მიიყვანა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის TikTok-ის 10 უმდიდრეს ინფლუენსერს:

რიაზ ალი (Riyaz Aly )- 2 მილიონი დოლარი

if-you-are-die-hard-fan-of-riyaz-aly-know-his-5-favourite-things-2-920x518-1662361853.jpg

ტუჩის სინქრონიზაცია 18 წლის ინდოელი ინტერნეტ ვარსკვლავის, მოდის ბლოგერისა და TikTok ინფლუენსერის მთავარი ნიშანია. რიაზს ჰყავს 44 მილიონზე მეტი TikTok მიმდევარი და გამოიმუშავებს დაახლოებით 3 5000 დოლარს თითოეული ბრენდირებული შინაარსის პოსტისთვის. Celebrity Net Worth იტყობინება, რომ ის 2 მილიონ დოლარს ფლობს.

ჯოშ რიჩარდსი: 2.2 მილიონი დოლარი

josh-richards-copy-of-9j1a1722-cr-matthew-azzopardi-extend-copy-h-2021-1662361905.webp

Forbes-ის ცნობით, 19 წლის ჯოშ რიჩარდსმა TikTok-ის სპონსორობით, Reebok-თან პარტნიორობით, Houseparty-ის, YouTube-ის სარეკლამო ფულით და Warner Records-თან გარიგებით მინიმუმ 1.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გარდა ამისა, ჯოშ რიჩარდსმა დააარსა ფირმა TalentX და საწარმო Ani Energy. ის ასევე არის Triller-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი. მისი ქონება 2,2 მილიონ დოლარს შეადგენს.

ზაკ კინგი: 3 მილიონი დოლარი

7utki7fo7f7-1662126707-1662361955.jpg

31 წლის ზაკ კინგმა, ვიდეოების გამოქვეყნება YouTube-ზე 2008 წელს დაიწყო, Vine-ზე კი 2013 წელს. მან მოიგო 2010 Hewlett-Packard კომერციული კონკურსი და 2013 წლის YouTube NextUp Creators კონკურსი. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო "საოცარ რბოლაში" და გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს TikTok-ზე. Net Worth მის წმინდა ქონებას 3 მილიონ დოლარად აფასებს. განაგრძეთ კითხვა

myquiz