9 რჩევა, რომელიც 30 წლის მამაკაცმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
30 წელი მამაკაცის ცხოვრების ის პერიოდია, როცა მანუნდა დაიწყოს (თუ უკვე არ დაუწყია) ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რათა ჭარმაგ ასაკს მხნედ, ლაღად, წელგამართული შეხვდეს.
- დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი გონება სხეულს 10-15 წლით ახალგაზრდად აღიქვამს. ჯანმრთელობა შეიძლება იმაზე სწრაფად გაუარესდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სხეული ერთ მშვენიერ დღეს კი არ გიღალატებთ, არამედ თანდათანობით, შეუმჩნევლად, ნაბიჯ-ნაბიჯ.
- თავი არიდეთ მათთან ურთიერთობას, ვინც თქვენდამი ცუდად არის განწყობილი. ისწავლეთ “არას” თქმა იმაზე, რაც თქვენთვის ფასეულობას არ წარმოადგენს.
- 20 წლის ასაკში სამყარო ღია, შესაძლებლობებით აღსავსე გვგონია, გამოუცდელობამ კი შესაძლოა იმ ადამიანებთან დაგვაახლოოს, ვინც ამას არ იმსახურებს. 30 წლისთვის ვაცნობიერებთ, რომ კარგი ურთიერთობა ძალისხმევას მოითხოვს. სამყაროში საკმაოდაა ისეთი ადამიანი, ვისთანაც მეგობრობა შეიძლება, ამიტომ არ ღირს დროის დაკარგვა მათზე, ვინც არასოდეს დაგვდგომია გვერდით.
- კარგად მოექეცით მათ, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ. განსაცდელი ყველას შეიძლება შეემთხვეს. იყავით ის, ვისი იმედიც შეიძლება ასეთ დროს ჰქონდეთ.
- ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც კარგად გამოგდით. ცხოვრებაში ყველაფერი კომპრომისებზეა აგებული. ადამიანების უმრავლესობა კარიერას 20 წლის ზღვარზე და ხშირად შეცდომით ირჩევს. წლებია საჭირო იმის საპოვნელად, რისი კეთებაც ნამდვილად გვეხერხება და გვსიამოვნებს კიდეც. უმჯობესია, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს უმთავრეს ღირსებებზე და წლიდან წლამდე განვავითაროთ ისინი, ვიდრე სანახევროდ ვაკეთოთ სხვა საქმე.