"მარტო კაცი ვარ სოფელჩი" - სნოს ხეობის ულამაზესი სოფლის უკანასკნელი მცველი | Allnews.Ge

"მარტო კაცი ვარ სოფელჩი" - სნოს ხეობის ულამაზესი სოფლის უკანასკნელი მცველი

22 წე­ლია მარ­ტო­კა­ცი - ვახო პაპა ერთი სოფ­ლის იმე­დი და მა­ცო­ცხლე­ბე­ლია. ჩემი წი­ნა­პა­რი აქ მა­ვი­და და ჩე­მით წყდე­ბა ამ სოფ­ლის სი­ცო­ცხლეო, - გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ამ­ბობს. მთის ფერ­დობ­ზე შე­ფე­ნი­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ჭა­ჭის ქვით ნა­შე­ნე­ბი სახ­ლე­ბი ლა­მის ნა­სახ­ლა­რე­ბად იქ­ცეს. უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან, სნოს ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე სო­ფელ ქო­სელ­ში მხო­ლოდ ერთი გვა­რის - ფი­ცხე­ლა­უ­რე­ბის ოჯა­ხე­ბი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ერთი პა­პა­ის შვი­ლე­ბი“ ცხოვ­რობ­დნენ. ხე­ვის ამ ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში ერთ დროს სი­ცო­ცხლე ჩქეფ­და, დღეს კი მას ერთი კა­ცით უდ­გას სული და აქვს იმე­დი იმი­სა, რომ გა­დარ­ჩეს და გაგ­რძელ­დეს მისი ის­ტო­რია.

"ეს არის ჩემი ნავთსა­ყუ­დე­ლი, სხვა­გან ვერ­სად ვი­ცხოვ­რებ, ვერ­სად წა­ვალ ამის იქით. ჩემ­მა დამ თბი­ლის­ში იყი­და სახ­ლი, მარ­ტო ერთხელ ჩა­ველ, ვერ გავ­ჩერ­დი, ვერც ერთი წუთი ვერ და­ვი­ძი­ნე, ვერ გავ­ძელ. და­იძ­რე­ბო­და ეს ლიფ­ტი, ვი­ღაც კარს მა­ა­ხათ­ქუ­ნებ­და, ვი­ღაც და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, ვი­ღაც იქე­ი­ფებ­და და ახ­მა­ურ­დე­ბო­და... ვუ­თხარ, არა, ჩემო დაო, ამ სა­პა­ტიმ­რო­ში ვერ გავ­ჩერ­დე­ბი, აქ ცხოვ­რე­ბა რო­გორ შა­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი და წა­მო­ველ, აქ, ჩემს სო­ფელ­ჩი მინ­და სი­ცო­ცხლე“, - მე­უბ­ნე­ბა ვახ­ტანგ ფი­ცხე­ლა­უ­რი და მის თავ­გა­და­სა­ვალს გვიყ­ვე­ბა:

300459165-1534474040289357-8810854595273914773-n-42618-1662121455.jpg

- ქო­სელ­ში და­ვი­ბა­დე, 16 წელი გა­ვა­ტა­რე, მერე ზემო ლარსში ვცხოვ­რობ­დი, მა­შინ ის სა­ქარ­თვე­ლო იყო... მერე იქი­დან ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­და­ველ და 60 წლი­სა ვი­ყავ, ისევ ქო­სელ­თა­ში (მო­ხე­უ­რად ქო­სელ­თა ჰქვი­ან) რომ დავ­ბრუნ­დი. 22 წე­ლია აქ ვარ, მარ­ტო კაცი ვარ სო­ფელ­ჩი. როცა მო­ვე­დი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი და რძა­ლი დამ­ხვდა, ჩემი ძმაც აქ იყო, ორი­ვე დე­მე­ხო­ცა. ახლა 82 წლის ვარ და მარ­ტო ვცხოვ­რობ. რაი იქ­ნე­ბა და რით და­ვამ­თავ­რებ, არც ეგ ვიცი. ვთი­ბავ, თხე­ბი მყავ, ჩემი თა­ვის ყა­რა­უ­ლი და მცვე­ლი თვი­თონ ვარ. შა­იძ­ლე­ბა ახლა რომ ვლა­პა­რა­კობ, რამე გა­მამ­რჩეს, სა­ღა­მოს გა­მახ­სენ­დეს და ვთქვა, ეს რაი ვთქვი-მეთ­ქი, თვი­თონ ვიცი, მე რაი და­ვა­შა­ვე, ჩემი თა­ვის მსა­ჯი თვი­თონ ვარ. ვე­რა­ვინ გამ­ლან­ძღავს და დამ­სჯის ისე, რო­გორც მე ჩემ თავს. მარ­ტო თხე­ბი მყავს, კარ­ტო­ხაი (მო­ხე­უ­რად: კარ­ტო­ფი­ლი - ნ.ფ.) დავ­თე­სა, მეტი არა­ფე­რი მაქვს. პრო­დუქ­ტებ­ზე ყაზ­ბეგ­ჩი ჩავ­დი­ვარ, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით, დღე­ში 3-ჯერ არის მარ­შრუტ­კაი, ვი­საც უნდა, წავა და მოვა...

ამ ად­გი­ლებ­ში მარ­ტო ფი­ცხე­ლა­უ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის წინ სო­ფელ­ჩი 32 კომ­ლი ცხოვ­რობ­და. ყვე­ლა ნა­სახ­ლარს თა­ვი­სი პატ­რო­ნი ჰყავს, მარა არა­ვინ აკი­თხავს... ჩემს პენ­სი­ას არ ვხარ­ჯავ, და­ვაგ­რო­ვებ და ჩემს ძმიშ­ვილს, გი­ორ­გის მივ­ცემ. ზამ­თარ-ზა­ფხულ აქ ვარ, გვერ­დზე, სახ­ლის ნა­ხე­ვა­რი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი­საა, ესეც და­ი­კე­ტა... ეს სახ­ლი პა­პა­სი იყო სა­მად გა­ყო­ფი­ლი. პა­პას 10 შვი­ლი ჰყავ­და, ახლა ყვე­ლა მი­მობ­ნე­უ­ლია. ფი­ცხე­ლა­უ­რე­ბი ერთი პა­პა­ის შვი­ლე­ბი ვართ სულა - აქ ვახ­თან­გე­თი, ედი­ე­თი და მე­წი­ე­თი ცხოვ­რობ­და. მე მე­წი­ე­თი ვარ, პა­პა­ის დე­დას მე­წიე ერ­ქვა, ქვრივ­მა და­ზარ­და შვი­ლე­ბი, მერე ესე­ნი ქვე­მო ლარსს გა­და­სახ­ლდნენ, იქ პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე პა­პას ძმა იყო - ვახ­ტან­გი. აქ პირ­ვე­ლი ვინ და­სახ­ლდა, არც ვინ იცის. ლერ­მონ­ტო­ვი წა­კი­თხუ­ლი გაქვს? თა­ვის "კავ­კა­სი­ა­ში“ და კავ­კა­სი­ის თე­მა­ზე და­წე­რილ თხზუ­ლე­ბებ­ჩი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს აღ­წე­რი­ლი - ვლა­დი­კავ­კა­ზის და ლარ­სის ცი­ხე­სი­მაგ­რე, მერე და­რი­ა­ლას თა­მა­რის ცი­ხეც. და­რი­ა­ლას იყა­ვით? ნა­ხეთ, რა სი­ლა­მა­ზეა?

301100375-1144177616133944-5130319704619760674-n-42736-1662121477.jpg

ზამ­თარ­ჩი გა­ზით ვთბე­ბი, 7 თვეი - 15 ოქ­ტომ­ბრი­დან 15 მა­ი­სამ­დე გაზი მთა­ჩი უფა­სოა.

გული მტკი­ვა, მტკი­ვა რო­მე­ლია?! როცა ვუ­ყუ­რებ, რომ სო­ფე­ლი ინ­გრე­ვა და ნა­სოფ­ლა­რი რჩე­ბა, რა ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბი, რო­გორ არ მეტ­კი­ნოს? მე ის მა­ნერ­ვი­უ­ლებს, რომ რაიც დღეს არის, ხვალ იმა­ზე უა­რე­სი იქ­ნე­ბა...

სო­ფელ­ჩი რომ შა­მოხ­ველ, ხომ და­ი­ნა­ხე, შა­ღო­ბილ (ჭიშ­კა­რი გა­ვუ­კე­თე), ეგ უნდა ავი­ღა შე­მოდ­გო­მას, ზვავ­მა რომ არ წა­ი­ღას. შარ­შას­წი­ნა წა­მი­ღას, ახა­ლი გა­ვა­კე­თე. სო­ფელ­ჩი არა, ზე­ვი­დან წა­მა­სუ­ლი ზოვი იყო, აგე­რაი, ჩა­მო­დის და წყლამ­დე გა­დის. ეს რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ტუ­რაი ჩვენ­თან სა­ერ­თოდ არ არის, მარ­ტო მგე­ლია. განაგრძეთ კითხვა

myquiz