რამდენ რუსს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის პირველ 7 თვეში? - ნახეთ IDFI-ის მონაცემები | Allnews.Ge

რამდენ რუსს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის პირველ 7 თვეში? - ნახეთ IDFI-ის მონაცემები

2018-2022 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 13 575 პირს მი­ე­ნი­ჭა, სა­ი­და­ნაც 5 111 პირს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღუდ­გა, ხოლო 8 382 პირს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ე­ნი­ჭა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით - 38 პირს, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით - 29 პირს, ხოლო სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით 15 პირს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 2018-2022 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიმ­ღე­ბი 8 464 პი­რი­დან 72% (6 075 პირი) რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს წარ­მო­ად­გენ­და. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, რუ­სე­თის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მეტი - 428 პირი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, 404 პირი - სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ხოლო 330 - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქეს წარ­მო­ად­გენ­და.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2022 წლის 7 თვის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რუ­სე­თის 723 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა, მათ შო­რის რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ - 551-მა მო­ქა­ლა­ქემ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს უკ­რა­ი­ნის 8 მო­ქა­ლა­ქეს.

passport-1662107145.jpg

„პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2022 წლის 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­იგ­ზავ­ნა 13 644 პი­რის მი­მართ და­დე­ბი­თი დას­კვნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 13 568 პირს მი­ე­ნი­ჭა, ხოლო უარი 76 პირს ეთ­ქვა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­მა­ტე­ბით 7 პირს მი­ე­ნი­ჭა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 2022 წლის 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნა 7 360 პი­რის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ უარ­ყო­ფი­თი დას­კვნე­ბი. 2018-2022 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და წლე­ბის მი­ხედ­ვით ინ­ფორ­მა­ცია IDFI-სთვის უც­ნო­ბია.

2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2022 წლის 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიმ­ღებ 13 575 პირს შო­რის 5 111 პირი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქეს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც აღ­დგე­ნის წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბას (8,382 პირი) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ე­ნი­ჭა. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მხო­ლოდ 38 პირს, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით - 29 პირს, ხოლო სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით - 15 პირს მი­ე­ნი­ჭა.

ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიმ­ღე­ბი (მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და) 8 464 პი­რი­დან 72% (6,075 პირი) რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს წარ­მო­ად­გენ­და. რუ­სე­თის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მეტი (428 პირი) უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს წარ­მო­ად­გენ­და, 404 პირი - სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ხოლო 330 - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქეს.

2018-2022 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მეტ პირს 2018 წელს მი­ე­ნი­ჭა - 3 858 პირი. 2020 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით გა­ნა­ხევ­რდა (1,839 პირი), რაც სა­ვა­რა­უ­დოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით შექ­მნილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან. 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,846-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო 2022 წლის 7 თვის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს 1 598 პირს.

2019 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა უმე­ტეს­წი­ლად სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ხოლო 2019 წლი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნულ ტენ­დენ­ცია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია 2018 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით, გა­უქ­მდა ის ჩა­ნა­წე­რი რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მი­ი­ღებ­და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, კარ­გავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ხოლო შემ­დგომ­ში, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა უმე­ტეს­წი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით, ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მდა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში გაჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის დრო­ე­ბი­თი უფ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის გამო და­კარ­გა, 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და მი­ე­მარ­თა სა­ა­გენ­ტოს­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის წე­სით მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა შემ­დგომ­ში 2022 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სტა­ტის­ტი­კა (მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და) წარ­მო­ვად­გი­ნოთ პირ­თა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და წლე­ბის მი­ხედ­ვით. 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მისი შე­და­რე­ბა შემ­დგომ წლებ­თან სრულ­ფა­სო­ვან ტენ­დენ­ცი­ას ვერ ასა­ხავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლია მხო­ლოდ 2019-2022 წლე­ბის ტენ­დენ­ცია.

2019-2022 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მიმ­ღებ პი­რებს შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჭარ­ბობს. 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა (სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის გარ­და) 1 219 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა. 2020 წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 629-მდე შემ­ცირ­და, ხოლო 2021 წელს 1 342 მდე გა­ი­ზარ­და. 2022 წლის 7 თვის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რუ­სე­თის 723 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა.

2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა 2022 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ანა­ლი­ზი თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით. 2022 წლის იან­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რუ­სე­თის 74 მო­ქა­ლა­ქე­ზე, ხოლო თე­ბერ­ვალ­ში 98 მო­ქა­ლა­ქე­ზე გა­ი­ცა. მარ­ტის თვე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 43-მდე შემ­ცირ­და, თუმ­ცა შემ­დეგ თვე­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2022 წლის ივ­ნი­სის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რუ­სე­თის 162-მა მო­ქა­ლა­ქემ, ივ­ლი­სის თვე­ში 136-მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით რუ­სე­თის 551 მო­ქა­ლა­ქეს, ხოლო უკ­რა­ი­ნის მხო­ლოდ 8 მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ნი­ჭა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უმე­ტეს­წი­ლად რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ენი­ჭე­ბათ. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის კი­დევ მე­ტად ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის (მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სან­ქცი­ე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის დევ­ნა და სხვა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია IDFI-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz