ქვეყნები, სადაც ჭარბი წონა ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშნად ითვლება | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ჭარბი წონა ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშნად ითვლება

იმის მიუხედავად, რომ ჭარბი წონა ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშნად ითვლება. ქვემოთ მოყვანილ ქცეყნებში სიმსუქნე მისასალმებელია, განსაკუთრებით ქალებში, რადგან ამ ქვეყნებში ისტორიული და კულტურული ტენდენციები მხოლოდ ამას უწყობს ხელს.

ნაურუ

participants-of-a-walk-against-diabetes-and-for-general-fitness-around-nauru-airport-1662024583.jpg

ეს სახელმწიფო არა მხოლოდ ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში დიაბეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მოსახლეობის 31%-ს, ის ასევე ცნობილია სიმსუქნით. წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ამ პატარა კუნძულზე მცხოვრები 14000 ადამიანი სილამაზესა და ნაყოფიერებას სიმსუქნეს უკავშირებს.

ქალებს მშობიარობისთვის მოსამზადებლად ასუქებენ, ხოლო კაცებს ძალების მომატებისთვის. ფოსფატის საბადოები, რომლებიც მოიცავს კუნძულის დიდ ნაწილს, ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას. ახალი საკვების იმპორტი კვლავ წამგებიანია, ამიტომ ყველაზე იაფი, მაგრამ ყველაზე ცხიმიანი საკვები მოდის ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან.

ტონგა

87776159-obese-tonga976-1662024715.jpg

პატარა კუნძულ ტონგაზე, სამხრეთ წყნარ ოკეანეში, დიდი ფიზიკური ზომები ითვლება სილამაზედ. ამან, ცხიმიან, მცირე საკვებ ნივთიერებებით იმპორტირებულ საკვებთან და არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, შექმნა ჭარბი წონისკენ მიდრეკილი ერი.

კუნძულის 140 000 ზრდასრული ადამიანიდან 100 000 ჭარბწონიანია. 2004 წელს გამოქვეყნებული რამდენიმე კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჩრდილოეთ ამერიკის სიმსუქნის შესწავლის ასოციაციის მიერ, ვარაუდობს, რომ კუნძულ ტონგას მაცხოვრებლებს გენეტიკურად აქვთ მიდრეკილება ჭარბი წონისკენ. ქალის სიმსუქნისადმი დამოკიდებულება ასევე ფესვგადგმულია ადგილობრივ წეს-ჩვეულებებში და მემკვიდრეობით.

სამხრეთ აფრიკა

unnamed-1662024652.jpg

აივ-ის გავრცელების გამო აქ წონაში კლება დაავადებას უკავშირდება, რის შედეგადაც სამხრეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა ნეგატიური დამოკიდებულება სიგამხდრის მიმართ. აქ ჭარბწონიანი ქალები უყვართ, რაც ინტუიციურად სასურველია ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლად.

ქუვეითი

2022083111374489693-1662024934.jpg

ახლო აღმოსავლეთში ქუვეითი არა მხოლოდ მდიდარი ნავთობის საბადოებითაა ცნობილი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ამ ქვეყანაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და 15 წელზე უფროსი ასაკის ქუვეითელი ქალების 52% ჭარბწონიანია. ისტორიულად, უდაბნოს ეს მომთაბარეები სიმსუქნეს ჯანმრთელობისა და სიმდიდრის ნიშნად თვლიდნენ და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ქვეყანაში, სადაც ქალების განვითარება ტაბუდადებულია, ცოლებს ხშირად აფასებენ მხოლოდ როგორც დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც მხოლოდ დიასახლისობა ევალებათ.

იამაიკა

africas-weight-1662025002.jpg

იამაიკელი ქალების 65% ჭარბწონიანია, იდეალური პლაჟის სხეული თითქმის ორჯერ აღემატება სამედიცინო სტანდარტებს. ამ კუნძულის ქალების ეროვნული მახასიათებელია დიდი თეძოები და დუნდულები, მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც "სტეატოპიგია". 1993 წელს იამაიკის სოფლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგამხდრე ასოცირდება სევდასთან, ჭარბი წონა კი ბედნიერებასთან, სიკეთესა და სოციალურ ჰარმონიასთან. შესაბამისად, არსებობს აბების მთელი ბაზარი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც წონის მომატება სურთ.

ტაიტი

150421165726-obesity-on-pacific-islands-1662025097.jpg

საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე არსებობდა ადგილობრივი ჩვეულება "ჰააპორი". სიტყვასიტყვით ნიშნავს "გამოკვებას". ახალგაზრდა ქალებს კვებავდნენ გაძლეიებულად და შემდეგ წარუდგენდნენ ლიდერს, რათა შეეფასებინა მათი სილამაზე და ნაყოფიერება. სიმსუქნისადმი თაყვანისცემა აქ დღემდე გრძელდება, ნაწილობრივ ქოქოსის რძითა და ნახშირწყლებით მდიდარი რაციონის გამო.

მავრიტანია

women-risk-their-lives-to-be-fat-in-this-country3-1662025207.jpg

ამ ხალხისთვის, რომელიც ცხოვრობს გვალვით დაზარალებულ დასავლეთ აფრიკაში, ქალის სიმსუქნე სილამაზის და სიმდიდრის სინონიმია. ზოგჯერ იძულებითი კვება აქ მაინც გამოიყენება და ახალგაზრდა გოგონები მიმარათვენ, ამისთვის ისინი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით აქლემის ცხიმიან რძეს სვამენ.

ქალები კი ამ რაოდენობის ცხიმის კილოგრამებად გარდაქმნას ვერ ახერხებენ და ამიტომ იძულებულნი არიან მიიღონ ანტიჰისტამინური საშუალებები და ცხოველური სტეროიდები მადის გასააქტიურებლად. ვარჯიში შეურაცხმყოფილია და ქალები ხშირად შორდებიან ქმრებს ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადგან მათ არ შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი ყოფილი უზარმაზარი სხეულის მოცულობა. განაგრძეთ კითხვა

როგორ ფიქრობთ უნდა იყოს თუ არა საქართველო ამ სიაში?