"თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას ამბობდა გორბაჩოვი 9 აპრილზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე? | Allnews.Ge

"თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას ამბობდა გორბაჩოვი 9 აპრილზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კომ­პარ­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკა­ნას­კნე­ლი ლი­დე­რი მი­ხალ გორ­ბა­ჩო­ვი. ამის თა­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე დაყ­რდნო­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. "მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი მძი­მე და ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გორ­ბა­ჩო­ვის დროს სსრკ-ში პირ­ვე­ლად და­უშ­ვეს სი­ტყვის, სინ­დი­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მის დროს და­წყე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­შა­ლა სსრკ და დას­რულ­და აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბი.

გა­სულ წელს რუ­სულ სა­მეც­ნი­ე­რო-ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ­ში - "Россия в глобальное политике"გა­მოქ­ვეყ­ნდა მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის - სსრ კავ­ში­რის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვრცე­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით - "გარ­დაქ­მნის გა­გე­ბა და ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", რო­მელ­შიც ავ­ტო­რი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სამ ათე­ულ წელ­ზე მეტი ხნის წი­ნათ მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და 9 აპ­რი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"უკვე 30 წელ­ზე მეტი გა­ვი­და იმ მო­მენ­ტი­დან, როცა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი და­ი­წყო - "გარ­დაქ­მნის" ("პე­რესტრო­ი­კის") სა­ხელ­წო­დე­ბით, მაგ­რამ არ წყდე­ბა დავა-კა­მა­თი იმა­ზე, თუ რას ნიშ­ნავ­და გარ­დაქ­მნა, რა მო­უ­ტა­ნა მან ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს. მე თვი­თონ ამის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ, ვე­ძებ პა­სუ­ხებს იმ კი­თხვებ­ზე, რომ­ლებ­საც მის­ვა­მენ მეც­ნი­ე­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი - რო­გორც ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, ისე - უცხო­ე­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნებს სურთ გა­ი­გონ, თუ რა იყო გარ­დაქ­მნა­ში ჩა­დე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ჯერ კი­დევ არ გამ­ხდა­რა შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი. გარ­დაქ­მნის გა­მოც­დი­ლე­ბა და გაკ­ვე­თი­ლე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და - არა­მარ­ტო რუ­სე­თი­სათ­ვის.

2e971d9-7c-ps6zggozuphjtymqsgmec-1661925796.jpg

"პე­რესტრო­ი­კამ" სხვა­დას­ხვა ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა - ძი­ე­ბის, შეც­დო­მე­ბის, მიღ­წე­ვე­ბის ეტა­პე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ არ­სე­ბობ­დეს, ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პირ­ვე­ლი - "გარ­დაქ­მნის" და­წყე­ბა ის­ტო­რი­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბელ ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენ­და, მე­ო­რე - ჩვენ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ო­დით", - წერ­და მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი.

სტა­ტი­ა­ში ავ­ტო­რი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებ­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე (რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფე­დე­რა­ცი­ის ლე­ნი­ნუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის კრი­ტი­კა­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გარ­კვე­უ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და სსრკ-დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ): "ის­მის კი­თხვა: მარ­თლაც, ეს არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის მი­ზე­ზი? ჩვენ ვი­ცით, რომ ბევ­რი იმ­პე­რია და სა­ხელ­მწი­ფო დაშ­ლი­ლა, რო­მელ­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში მსგავ­სი რამ ჩა­წე­რი­ლი არ იყო. ესე იგი, მი­ზე­ზი სხვა­გან უნდა ვე­ძე­ბოთ", - წერს მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი და იხ­სე­ნებს სტა­ლი­ნურ მკაცრ ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კას, როცა ცენ­ტრი ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და, ყვე­ლას მა­გივ­რად ყვე­ლა­ფერს წყვეტ­და, სა­ზღვრებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ ად­გენ­და, თა­ნაც ისე, რომ არა­ვის ეფიქ­რა საბ­ჭო­თა ოჯა­ხი­დან გას­ვლა. "საბ­ჭო­თა ხალ­ხის აყ­ვა­ვე­ბის" ფა­სა­დის მიღ­მა ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბას არა­ვინ ცდი­ლობ­და. იო­სებ სტა­ლი­ნი ყვე­ლა ეროვ­ნულ პრე­ტე­ზი­ას ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად მი­იჩ­ნევ­და და მათ და­უნ­დობ­ლად ახ­შობ­და, დროს არ კარ­გავ­და მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა­ზე.

"1987-88 წლებ­ში ვცდი­ლობ­დი, რომ ეროვ­ნულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვე­ბი­სა და უთან­ხმო­ე­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ერ­თი­ა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დი შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტექ­სტში. სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად, 1987 წელს, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის, უკ­რა­ი­ნის, მოლ­და­ვე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი­დან არა­ვინ აცხა­დებ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გას­ვლის სურ­ვილს, ყვე­ლა "პე­რესტრო­ი­კის" ლო­ზუნ­გე­ბის მხარ­დამ­ჭე­რად გა­მო­დი­ო­და.

მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბებ­ში სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და გაძ­ლი­ერ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ად­გი­ლობ­რივ­მა პარ­ტი­ულ­მა ლი­დე­რებ­მა დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ისი­ნი და­იბ­ნენ. ეს ტენ­დენ­ცია გა­მოვ­ლინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა 1989 წლის აპ­რილ­ში ხალ­ხი თბი­ლი­სის მო­ედ­ნებ­სა და ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და. სა­ჭი­რო იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცე­კას წევ­რე­ბიც ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ხალ­ხს შეხ­ვედ­როდ­ნენ, მაგ­რამ მათ ბუნ­კერ­ში ჯდო­მა არ­ჩი­ეს. და სი­ტუ­ა­ცი­აც უბე­დუ­რე­ბამ­დე მი­ვი­და: დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა­გან ქუ­ჩის "გა­საწ­მენ­დად" ძალა იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა 9 აპ­რი­ლის გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია, სუფ­თა სინ­დი­სით ვთქვა: თბი­ლი­სის მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს ზურგს უკან მი­ი­ღეს, ჩემი ნე­ბის გა­რე­შე. მა­ში­ნაც და მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც მტკი­ცედ ვი­ცავ­დი ჩემს კრე­დოს: ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც კი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბით უნდა მოგ­ვარ­დეს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სის­ხლისღვრის გა­რე­შე", - ამ­ბობ­და გორ­ბა­ჩო­ვი. იხი­ლეთ სრუ­ლად

myquiz