როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ? - იხილეთ სასარგებლო რჩევები | Allnews.Ge

როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ? - იხილეთ სასარგებლო რჩევები

ხელფასის შესახებ შეკითხვა ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც გასაუბრების დროს გიჩნდებათ. ერთი მხრივ, დამსაქმებელთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე დროის დახარჯვა არ გსურთ, თუ შრომის ანაზღაურება თქვენთვის მისაღები არაა, მეორე მხრივ, არ გსურთ რომ უტაქტო გამოჩნდეთ, რადგან ამ შემთხვევაში უფროს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ხელფასი ერთადერთია, რის გამოც მუშაობას აპირებთ.

როგორ მივხვდეთ, რომ დროა ხელფასზე ვიკითხოთ ან ჯერ ადრეა? - ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ:

გაარკვიეთ, დამსაქმებელი თქვენით დაინტერესებული არის თუ არა

2018120817424585085-1661595700.jpg

თუ მიხვდებით, რომ დამსაქმებელი თქვენით ძალიან დაინტერესებული არაა, სჯობს ხელფასზე საერთოდ არ იკითხოთ.

მცირე კვლევა ჩაატარეთ

სანამ ძალიან მაღალი ან დაბალი მოთხოვნებით ყველას უხერხულობაში ჩააგდებთ, ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეთ და გაარკვიეთ, ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივ რამდენს უხდიან ან ამ კომპანიაში თანამშრომლებს საშუალოდ რამდენს უხდიან.

ასე საკუთარ თავზე ძალიან მაღალ ან დაბალ ღირებულებას არ დააწესებთ.

საკუთარი გამოცდილების დონე შეაფასეთ

თუ ამ სფეროში დამწყები ხართ, უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და დაელოდოთ, სანამ სამსახურს შემოგთავაზებენ.

უმჯობესია ხელფასზე გვიან იკითხოთ, ვიდრე ძალიან ადრე

წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება. დიახ, ფული ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი თქვენი მთავარი მოტივაციის საშუალება არ უნდა იყოს.

საკუთარ ინტუიციას ენდეთ

2018120817443785085-1661595772.jpg

როცა საუბარი საჭირო რელსებზე გადავა და თქვენ ინტერვიუერთან თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ გარისკოთ და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკეთესია, ვიდრე გასაუბრებაზე 11 საათის დახარჯვა მხოლოდ იმის გასაგებად, რომ გადაგიხდიან იმდენს, რამდენსაც ბოლოს 5 წლის წინ გიხდიდნენ.

დაელოდოთ მომენტს, როცა სამსახურზე თქვენს დათანხმებას შეეცდებიან

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლუსი იცვლება და ახლა თქვენ კი არ ყიდით უნარებსა და გამოცდილებას, არამედ დამსაქმებელი თქვენს მოსყიდვას ცდილობს. ეს იდეალური მომენტია იმისათვის, რომ ხელფასზე იკითხოთ.

2018120817450285085-1661595875.jpg

კუთხეები შეარბილეთ

იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ჰკითხოთ: „რამდენი იქნება ჩემი ხელფასი?“ - კითხვა ასე დაუსვით: შეიძლება გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ? (პაუზა) თუ ასეა, შეიძლება ამაზე ახლა ვისაუბროთ?“ ყოველ შემთხვევაში, ასე სიტუაცია უხერხული არ იქნება.

პირდაპირ პასუხს არ ელოდოთ

მაშინაც კი, როცა გრძნობთ რომ ხელსაყრელი დრო დადგა, რომ ხელფასის საკითხი წინ წამოწიოთ, არ იფიქროთ რომ ყველაფერს გეტყვიან. ძალიან ხშირად ინტერვიუერები ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებენ და ასე პასუხობენ: „ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“. თუ ასე მოხდება არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დამსაქმებელს დრო სჭირდება, რომ თქვენზე უფრო მეტი გაიგოს.

იხილეთ სხვა რჩევები

myquiz