"ბოლომდე შეჭამე", "ჯერ პატარა ხარ'"- ბავშვის აღზრდის საბჭოთა მეთოდები, რომლებსაც სამწუხაროდ, დღესაც იყენებენ | Allnews.Ge

"ბოლომდე შეჭამე", "ჯერ პატარა ხარ'"- ბავშვის აღზრდის საბჭოთა მეთოდები, რომლებსაც სამწუხაროდ, დღესაც იყენებენ

განათლებაში და აღზრდაში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი ტენდენციები, რომლებიც მორგებულია იმ დროის სულისკვეთებაზე. ამიტომ, დღეს ყველაფერი ისე აღარ მუშაობს, როგორც ეს ადრე გვეჩვენებოდა. დღეს გთვაზობთ ბავშვის აღზრდის 5 დრომოჭმულ მეთოდს, რომელცი აქტუალური იყო საბჭოთა პერიოდში, თუმცა მშობლების არც თუ მცირე ნაწილი დღესაც იყენებს.

რაც შეიძლება მალევე საბავშვო ბაღში

ადრე არავის ფიქრობდა, რა დარტყმა შეიძლება მიადგეს ბავშვის ფსიქიკას უცებ ბაღში მიყვანით, ალბათ, თავადაც გამოუცდია ან მოყოლილი ექნებათ ნაცნობების თუ როგორი რთული იყო თავიდან ბაღში სიარული, ბავშები საშინელად, მარტოსულად გრძნობდნენ თავს.

ზოგადად, ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმაა ბავშვის ფსიქიკაზე, თუ ბავშვი წინასწარ არ არის მომზადებული. მაგრამ საბჭოთა დედებს ფიქრის დრო არ ჰქონდათ: სამუშაო თავისთავად არ შესრულდება, ამიტომ ისინი დიდხანს არ ისხნდნე დეკრეტზე . ითვლებოდა: რაც უფრო ადრე გააგზავნით ბავშვს საბავშვო ბაღში, მით უფრო სწრაფად ისწავლის გუნდურ მუშაობას და სოციალიზაციას.

მაგრამ ამ თარგის ყველაზე მორგება უფრო მინუსი იყო, ვიდრე პლუსი.

აიძულოთ ბავშვი ბოლომდე შეჭამოს, რაც თეფშზეა

"სანამ არ დაამთავრებ საჭმელს, არ ადგები მაგიდიდან !" - უმრავლესობისთვის ნაცნობი ფრაზა, რისგანაც წლების შემდეგაც კი კანკალი გიტანს. შეიძლება ომიანობის და 90-იანი წლების კრიზისში, როცა იყო პრობლემები საკვებთან და მის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, ეს გამოთქმა ნაკლებად აქტუალური იყო, მაგრამ მაინც მეეჭვება.

ზოგადად, ბავშვობიდანვე ასეთმა დაზალებამ შეიძლება სამომავლოდ გამოიწვიოს ქრონიკული კვებითი რღვევა მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტს ჭამდი გულის რევამდე მხოლოდ იმ ფრაზის გამო, რომელსაც ბავშვობაში ასე ხშირად გიმეორებდნენ. დღეს აღზრდაში ასეთი დამოკიდებულება აღარაა აქტუალური.

girl-refusing-to-eat-vegetables-smaller-istock-599487124-1-1661334015.jpg

ბავშვის შექება მხოლოდ მიღწევებისთვის და არა მხოლოდ ისე უმიზეზოდ

საბჭოთა პერიოდში ბავშვების მიმართ სიმკაცრე და დისციპლინა იყო. ამიტომ უმიზეზოდ არავითარ შექებაზე არ იყო საუბარი. რატომღაც საბჭოთა პედაგოგებს სჯეროდათ, რომ ქების შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად გაიზრდებოდა ნარცისისტი ეგოისტი. საბჭოთა მოქალაქეებს კი, პირველ რიგში, პარტიაზე და სახელმწიფოზე უნდა ეფიქრათ და არა საკუთარ თავზე. მაგრამ სინამდვილეში, კომპლიმენტების ნაკლებობა ზრდის ბავშვის დაბალი თვითშეფასების რისკს და საკუთარი თავის და არც თუ ისე დიდი მიღწევების გაუფასურების ჩვევას. არ უნდა გადააჭარბოთ, მაგრამ ზომიერი კომპლიმენტები ბავშვზე აუცილებელია, ის უცილობოდ უფრო წინსვლის სტიმულს აძლევს.

258265304-h-1661334062.jpg

შედარება თანატოლებზე

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, ეს მეთოდი ბევრ დედას გადმოყვა და უცილობოდ მიღო სსრკ-ში გაზრდილი დედებისგან. ბავშვის შედარება მეზობლის შვილთან, მეგობართან ან ნათესავთან მხოლოდ აკნინებს ბავშვის წარმოდგენას საკუთარ თავზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მეორეს მხრივ, ბავშვს აშკარად ახსოვს, რომ ის უვარგისია, მაგრამ რატომღაც მის გარშემო ყველა ასეთი იდეალურია... თუ ბავშვზე აგრძელებთ ზეწოლას, უჩიჩინებთ, რომ ნინოს უკეთესი ნიშნები აქვს, ხოლო გიორგის უკეთესი ფიზიკური შესაძლებლობები, საბოლოოდ აღზრდით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს. ღირს ამად ეს, ასეთი მოძველებული აღზრდის ხარჯზე?

მუდმივად ახსენებთ ბავშვს "მის ადგილს"

კიდევ ერთი მახინჯი ჩვევა, გამდოყოლილი საბჭოთა ეპოქიდან. არ დაინახოთ ბავშვში პიროვნება, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს საკუთარი უფლებები, ინტერესები და მოსაზრებები. „კი, ჯერ ბავშვი ხარ, გაჩუმდი და რასაც გეუბნებიან გააკეთეს ისე“, „შენ რა იცი, ჯერ პატარა ხარ“ და ბოლოს ყველაზე "სამეფო" გამოთქმა: „ იცოდე შენი ადგილი ბავშვო“.

განათლების ეს საბჭოთა მეთოდი დღემდე არ უნდა არსებობდეს. ასეთი ფრაზები აფუჭებს ფსიქიკას და ქმნის რწმენას, რომ საყვარელი ადამიანების ყურადღებას და სიყვარულს მხოლოდ საკუთარი თავის გამოჩენის გარეშე თუ დაიმსახურებთ. შედეგად, ადამიანი იზრდება საკუთარი მეობის და სურვილების გარეშე. ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტი იქნები, თუ "მის ადგილს" არ შეგახსენებთ, არამედ როგორც ტოლიტოლს აღიქვამთ და ესაუბრებით.

წყარო