დანპაცუ-შიკი: თმის შეჭრის რიტუალი, რითაც სუმოისტი კარიერას ასრულებს - როგორ დაემშვიდობა ქართველი გაგამარუ დოჰიოს? | Allnews.Ge

დანპაცუ-შიკი: თმის შეჭრის რიტუალი, რითაც სუმოისტი კარიერას ასრულებს - როგორ დაემშვიდობა ქართველი გაგამარუ დოჰიოს?

დან­პა­ცუ-შიკი: პა­ტა­რა სი­ტყვა­თწყო­ბა დიდი ში­ნა­არ­სით. დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნია სუ­მო­ის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში - ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რომ­ლის დრო­საც მო­ჭი­და­ვეს თმას სჭრი­ან და ამ სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ მის კა­რი­ე­რას. დან­პა­ცუ-ში­კის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ცხნი­ლო­ბას­თან (ჩონ­მა­გე) ერ­თად, სუ­მო­ის­ტი დო­ჰი­ო­საც სა­მუ­და­მოდ ემ­შვი­დო­ბე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თმა გა­გა­მა­რუ­მაც (თე­ი­მუ­რაზ ჯუ­ღე­ლი) შე­იჭ­რა. ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მის გამო ინ­ტა­ის, ანუ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მძი­მე­წო­ნო­სან­მა ქარ­თველ­მა ჯერ კი­დევ 2020 წლის ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი თით­ქმის ორი წლით გა­და­ი­დო. ჩონ­მა­გეს­თან ერ­თად, თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი გაგა სუ­მოს უძ­ვე­ლეს და ურ­თუ­ლეს სამ­ყა­რო­საც და­ემ­შვი­დო­ბა, ოღონდ ამ­ბობს, რომ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბით არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბაო! ელი­ტუ­რი დი­ვი­ზი­ო­ნის ლა­მის ყვე­ლა­ზე მძი­მე­წო­ნო­სა­ნი სუ­მო­ის­ტი გა­გა­მა­რუ, რო­მელ­მაც 90(!) კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტუ­მა­რია:

- პან­დე­მი­ის გამო უკვე იმ­დენ­ჯერ გა­და­ი­დო ჩემი გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, კი­ნა­ღამ გა­და­ვი­ფიქ­რე. როცა თა­რი­ღი და­ვა­სა­ხე­ლეთ, მას შემ­დეგ თით­ქოს ჩემს ჯი­ნა­ზე მო­ი­მა­ტა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­მა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი დღი­უ­რი შემ­თხვე­ვა ია­პო­ნი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, დან­პა­ცუ-შიკი კი­დევ გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო.

- დან­პა­ცუ-შიკი - ამ ერთ სი­ტყვა­ში სუ­მო­ის­ტის მთე­ლი კა­რი­ე­რაა ჩა­ტე­უ­ლი... რას გრძნობს სე­კი­ტო­რი, რომ­ლის ჩონ­მა­გე­საც უკა­ნას­კნე­ლად ეხე­ბა მაკ­რა­ტე­ლი?

- ეს არის წა­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც მთე­ლი კა­რი­ე­რა შენ თვალ­წინ გა­ირ­ბენს... ამ დროს აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში დას­რულ­და ერთი ეტა­პი, საქ­მე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უ­ძღვე­ნი მთე­ლი დრო. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, მაგ­რამ ისეთ ფორ­სმა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში გავ­მარ­თეთ თმის შეჭ­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ლა­მის ერ­თა­დერთ სა­ფიქ­რა­ლად გა­ცი­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩამ­თავ­რე­ბა იქცა და ემო­ცი­ე­ბის­თვის დრო აღარ დამ­რჩა. ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, დან­პა­ცუ-შიკი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე იმარ­თე­ბა, მე კი იმ­დენ­ჯერ მო­მი­წია გა­და­დე­ბამ, უკვე აღარც მე­გო­ნა, ოდეს­მე თუ მო­მი­წევ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა.

- დან­პა­ცუ-ში­კის ცე­რე­მო­ნი­ალს სუ­მო­ის­ტის კლუ­ბი მას­პინ­ძლობს?

- უმე­ტეს­წი­ლად, "რი­ო­გო­კუ­ში" ("რი­ო­გო­კუ კო­კუ­გი­კა­ნი" - სუ­მოს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სა­სახ­ლე ტო­კი­ო­ში. - რ.შ.) იმარ­თე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო იმ­დე­ნი მსურ­ვე­ლი შეგ­როვ­და, რიგი 2024 წლის ბო­ლომ­დე არ მო­მი­წევ­და. ამი­ტომ სხვა ად­გი­ლი უნდა მო­მე­ძებ­ნა და სა­ბო­ლო­ოდ შე­ვარ­ჩიე ამე­რი­კე­ლე­ბის სას­ტუმ­როს ტი­პის დარ­ბა­ზი, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მოა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე დამ­წყდა გული, ჩემს გა­ცი­ლე­ბას ტო­ჩი­ნო­ში­ნი რომ ვერ და­ეს­წრო - ლე­ვა­ნის კლუ­ბის წევ­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ჰა­კუ­ჰო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სუ­მო­ის­ტი, რომ­ლებ­თა­ნაც მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. დან­პა­ცუ-ში­კის და­ეს­წრნენ ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბა­ტო­ნი გია ბა­ღაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ყვე­ლა მათ­განს დიდი მად­ლო­ბა და­ფა­სე­ბის­თვის! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz