იცოდით, რომ სწორი სუნთქვით ცხიმის 80%-ის დაწვაა შესაძლებელი? | Allnews.Ge

იცოდით, რომ სწორი სუნთქვით ცხიმის 80%-ის დაწვაა შესაძლებელი?

აღმოჩნდა, რომ ფილტვები წონის ცვლილებასთან დაკავშირებული მთავარი ორგანო ყოფილა, სწორ სუნთქვას კი წონის ეფექტურად შემცირება შესძლებია. ცნობილია, რომ სისხლი შეიცავს ტრიგლიცერიდებს (ცხიმების ტიპი), რომლებიც სამი ნივთიერების - ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან შედგება. წონის კლების დასაწყებად საჭიროა დაჟანგვის პროცესის ამოქმედება, რისთვისაც ტრიგლიცერიდების მოლეკულათა ატომების განბლოკვა უნდა მოხდეს.

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ 10 კგ ცხიმის დაჟანგვისას წონა 8.4 კგ-ით იკლებს - ორგანიზმი მას ფილტვებიდან გამოდევნის ნახშირორჟანგის სახით, დანარჩენი 1.6 კგ კი წყლად იქცევა.

დაჟანგვისთვის აუცილებელია დამწვარ ცხიმზე თითქმის სამჯერ მეტი მოცულობის ჰაერი. უხეშად რომ ვთქვათ, 10 კგ ცხიმის დასაჟანგავად სხეულმა 29 კგ ჟანგბადი უნდა მიიღოს. შედეგად წარმოიქმნება 28 კგ ნახშირორჟანგი და 11 კგ წყალი. 70 კგ წონის ადამიანი მოსვენებისას დაახლოებით 200 მლ ნახშირორჟანგს ამოისუნთქავს.

mkurnali.ge

myquiz