რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - ყველაზე შთმაბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები | Allnews.Ge

რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს ლიდერები ცეკვას იწყებენ - ყველაზე შთმაბეჭდავი და ყველაზე უხერხული მოძრაობები

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სანა მა­რი­ნის, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ერ­თო­ბა ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მა­რინს ისე კარ­გად გა­მოს­დის ცეკ­ვა, რომ თა­მა­მად შე­უძ­ლია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ფი­ნელ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თან­ხმდე­ბა, რომ არა­ფე­რია მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა­ში სა­მარ­ცხვი­ნო. მა­რინ­მა თქვა, რომ მას კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, ნარ­კო­ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა.

სანა მა­რი­ნი არ არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თა ცეკ­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნა­ხავს. მათ შო­რის ზო­გი­ერ­თმა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აჩ­ვე­ნა მო­ცეკ­ვა­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე, ზო­გი­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში კი, სანა მა­რი­ნის მსგავ­სად, ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და მე­დი­ა­ში.

ვნა­ხოთ "მო­ცეკ­ვა­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი", თუმ­ცა სა­ნამ ქვე­მოთ მო­ცე­მულ ვი­დე­ო­კად­რებს ნა­ხავ­დეთ, იცო­დეთ, რო სანა მა­რი­ნის მსგავ­სი უნა­რე­ბით ცეკ­ვის თვალ­საზ­რი­სით, სხვე­ბი არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

სანა მა­რი­ნი

გა­მო­ცე­მა Politico 5-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მით აფა­სებს ფი­ნე­თის პრე­მი­ერს, რო­გორ მო­ცეკ­ვა­ვეს და ხუ­თი­დან ხუთ ქუ­ლას უწერს. "გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ცეკ­ვავს ფი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის პეტ­რი ნი­გარ­დი­სა და ანტი ტუ­ი­კუს ჰი­ტებ­ზე. სანა მა­რინ­მა უმაღ­ლე­სი სვლე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით და­ი­პყრო სა­ცეკ­ვაო მო­ე­და­ნი. ამი­ტო­მაც ის სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს", - წერს გა­მო­ცე­მა.

ტე­რე­ზა მეი

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ტე­რე­ზა მეის ცეკ­ვა ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც 2018 წელს, ABBA-ს პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რის, Dancing Queen-ის თან­ხლე­ბით შე­ვი­და ერთ-ერთ ოფი­ცი­ა­ლურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 2018. მსგავ­სად მო­იქ­ცა ტე­რე­ზა ნა­ი­რო­ბი­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

ზო­გი­ერ­თმა მეის მოძ­რა­ო­ბე­ბი რო­ბო­ტის მოძ­რა­ო­ბებს შე­ა­და­რა და მი­იჩ­ნი­ეს, რომ ის არც ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. ბევ­რმა ყო­ფილ პრე­მი­ერს რჩე­ვაც მის­ცა, რომ სჯობ­და, ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­ევ­ლო.

ბო­რის ჯონ­სო­ნი

ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც და­უ­ნინგ სტრიტს სექ­ტემ­ბერ­ში და­ტო­ვებს, გა­მო­ირ­ჩე­ვა გარ­თო­ბი­სა და წვე­უ­ლე­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და არა­ერ­თი ვი­დეო არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც მისი არ­ცთუ ისე მოქ­ნი­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ეს ვი­დეო კი ბო­რის ჯონ­სო­ნის ქორ­წი­ლი­და­ნაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მეტ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მო­ე­ლო­და სა­ქორ­წი­ლო ცეკ­ვის დროს, თუმ­ცა ის ხომ ბო­რის ჯონ­სო­ნია?!

განაგრძეთ კითხვა

myquiz